შსს-ს კამპანია სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს გააცნეს

20.12.2014 03:11

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად განაგრძობს შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის ინიციატივით დაწყებულ, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალურ კამპანიას. ახალგაზრდობის უკეთ ინფორმირების მიზნით, ამჯერად შეხვედრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერიტეტის სტუდენტებთან გაიმართა. შსს-ს და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ სპეციალურად შექმნილი ერთობლივი სამუშაო ჯგუფის წევრებმა: შსს-ს პოლიციის აკადემიის საპატრულო პოლიციის ფაკულტეტის უფროსმა ნოდარ სააკაშვილმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მრჩეველმა ახალგაზრდულ საკითხებში ოთარ აბესაძემ და არასამთავრობო ორგანიზაცია „ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელი“-ს თავმჯდომარე ნატო შავლაყაძემ სტუდენტებს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალური კამპანიის მიზანი და მნიშვნელობა გააცნეს. შეხვედრაზე კამპანიის ფარგლებში შექმნილი მუსიკალური კლიპის და სოციალური რგოლების ჩვენებაც გაიმართა. რგოლების მიზანია საზოგადოებას მიეწოდოს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოჯახში ძალადობის ფაქტების შემთხვევაში უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე: „112“ ან მიმართონ უბნის ინსპექტორს, მოძალადეებმა კი მიიღონ გაფრთხილება, რომ ოჯახში ძალადობა თავისუფლების აღკვეთით ისჯება. სიახლის სრულად სანახავად გადადით შემდეგ ლინკზე: http://goo.gl/1DQ1wj

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

შსს-ს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიას სტუდენტები ქუჩის აქციებით შეუერთდნენ
14:12

შსს-ს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიას სტუდენტე...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-ს კამპანია სკოლის მოსწავლეებს გააცნეს
02:53

შსს-ს კამპანია სკოლის მოსწავლეებს გააცნეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-ს კამპანია სახელოვნებო სასწავლებლების სტუდენტებს გააცნეს
02:50

შსს-ს კამპანია სახელოვნებო სასწავლებლების სტუდენტებს გააცნეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-ს კამპანია დუშეთის სკოლის მოსწავლეებს გააცნეს
01:49

შსს-ს კამპანია დუშეთის სკოლის მოსწავლეებს გააცნეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-ს კამპანია მე-60 სკოლის მოსწავლეებს გააცნეს
03:39

შსს-ს კამპანია მე-60 სკოლის მოსწავლეებს გააცნეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-ს კამპანია 195-ე სკოლის მოსწავლეებს გააცნეს
02:32

შსს-ს კამპანია 195-ე სკოლის მოსწავლეებს გააცნეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-ს კამპანია მე-3 სკოლის მოსწავლეებს გააცნეს
01:40

შსს-ს კამპანია მე-3 სკოლის მოსწავლეებს გააცნეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-ს კამპანია სკოლა „ინტელექტის“ მოსწავლეებს გააცნეს
03:03

შსს-ს კამპანია სკოლა „ინტელექტის“ მოსწავლეებს გააცნეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ყველა ვიდეო