შსს-ს კამპანია 195-ე სკოლის მოსწავლეებს გააცნეს


შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის ინიციატივით დაწყებული, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანია გრძელდება. კამპანიის ფარგლებში, თბილისის 195-ე საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანი იყო ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით ახალგაზრდა თაობის უკეთ ინფორმირება. მოსწავლეებს კამპანიის შესახებ ესაუბრნენ შს სამინისტროს და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი სამუშაო ჯგუფის წევრები: შსს-ს აკადემიის პროფესიული მომზადების სამმართველოს საპატრულო პოლიციის ფაკულტეტის უფროსი ნოდარ სააკაშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი ნინო კვიტაიშვილი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ეკატერინე კენჭაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელი“-ს წარმომადგენელი მანანა ფურცხვანიძე და ფსიქოლოგი ია აფთარაშვილი. სამუშაო ჯგუფის წევრებმა სკოლის მოსწავლეებს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალური კამპანია გააცნეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით კანონში შესული ცვლილებების შესახებ ისაუბრეს. 2013 წლიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც მოხდა ოჯახში ძალადობის კრიმინალიზაცია. კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, ოჯახში ძალადობა 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
სიახლის სრულად სანახავად გადადით შემდეგ ლინკზე:
http://goo.gl/n3B4At

ვიდეოები „შინაგან საქმეთა სამინისტრო"-ისგან