შსს-ს კამპანია თბილისის 172-ე სკოლის მოსწავლეებს გააცნეს


შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის ინიციატივით დაწყებული, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ კამპანია გრძელდება. კამპანიის ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა ამჯერად 172-ე საჯარო სკოლაში გაიმართა. მოსწავლეებს სპეციალურად შექმნილი, შს სამინისტროს და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი სამუშაო ჯგუფის წევრები: შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის პროექტების მართვის სამმართველოს უფროსი მაკა ფერაძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის კოორდინატორი თამარ ისაკაძე და არასამთავრობო ორგანიზაცია „ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელი“-ს თავმჯდომარე ნატო შავლაყაძე კამპანიის შესახებ ესაუბრნენ.

სამუშაო ჯგუფის წევრებმა მოსწავლეებს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალური კამპანიის მიზანი და მნიშვნელობა გააცნეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით კანონში შესული ცვლილებების შესახებ ისაუბრეს. 2013 წლიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც მოხდა ოჯახში ძალადობის კრიმინალიზაცია. კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, ოჯახში ძალადობა 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
სიახლის სრულად სანახავად გადადით შემდეგ ლინკზე:
http://goo.gl/mEGL8l

ვიდეოები „შინაგან საქმეთა სამინისტრო"-ისგან