შსს-ს კამპანია სახელოვნებო სასწავლებლების სტუდენტებს გააცნეს
შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის ინიციატივით დაწყებულ, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ სოციალურ კამპანიას – „არა ძალადობას!“ ამჯერად სახელოვნებო უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები გაეცნენ. შეხვედრა ივანე სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში გაიმართა და მას შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის, აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტები დაესწრნენ. შსს-ს და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ სპეციალურად შექმნილი ერთობლივი სამუშაო ჯგუფის წევრებმა: შსს-ს აკადემიის საპატრულო პოლიციის ფაკულტეტის უფროსმა ნოდარ სააკაშვილმა, განათლების და მეცნიერების მინისტრის მრჩეველმა ახალგაზრდულ საკითხებში ოთარ აბესაძემ, არასამთავრობო ორგანიზაცია „ძალადობისაგან დაცვის ეროვნილი ქსელის“ ფსიქოლოგმა ელენე სამუშიამ, ასევე ფსიქოლოგებმა თამარ ისაკაძემ და თეა გოგოტიშვილმა სტუდენტებს კამპანიის მიზანი და მნიშვნელობა გააცნეს. შეხვედრას სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი რეზო კიკნაძე და სამხატვრო აკადემიის რექტორი გია გუგუშვილი დაესწრნენ. სიახლის სრულად სანახავად გადადით შემდეგ ლინკზე: http://goo.gl/XpCkdo
შინაგან საქმეთა სამინისტრო-ის სხვა ვიდეოები
პოლიციის ფაილები - გამოძალვა
პოლიციის ფაილები - ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა...
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ამოღებულია კილო-ნახე...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 ნარკორეალიზატორი დაა...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძალვის ბრალდებით ო...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო პერიოდში მომხდარი...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერნეტით ნარკოტიკები...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდული სამყაროს'' წე...
მსგავსი ვიდეოები
შსს-ს კამპანია სკოლის მოსწავლეებს გააცნეს
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შსს-ს კამპანია დუშეთის სკოლის მოსწავლეებს გააცნეს
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შსს-ს კამპანია მე-60 სკოლის მოსწავლეებს გააცნეს
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შსს-ს კამპანია 195-ე სკოლის მოსწავლეებს გააცნეს
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შსს-ს კამპანია მე-3 სკოლის მოსწავლეებს გააცნეს
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შსს-ს კამპანია სკოლა „ინტელექტის“ მოსწავლეებს გააცნეს
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შსს-ს კამპანია თბილისის 172-ე სკოლის მოსწავლეებს გააცნეს
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შსს-ს კამპანია თბილისის 208-ე სკოლის მოსწავლეებს გააცნეს
შინაგან საქმეთა სამინისტრო