შსს-ს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიას სტუდენტები ქუჩის აქციებით შეუერთდნენ

10.12.2014 14:12

10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის ინიციატივით ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ დაწყებულ შსს-ს სოციალურ კამპანიას - „არა ძალადობას!“ სტუდენტები ქუჩის აქციებით შეუერთდნენ. ახალგაზრდებმა ქუჩის აქციები თბილისსა და რეგიონებში გამართეს. ღონისძიება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით განხორციელდა. ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ქუჩის აქციები თბილისსა და რეგიონებში დილის 11 საათზე ერთდროულად დაიწყო და 12:30 საათზე დასრულდა. სტუდენტები მოსახლეობას ხალხმრავალ ადგილებში - სასწავლო დაწესებულებებთან, სკოლებთან, მეტროსადგურებთან ხვდებოდნენ და მოუწოდებდნენ, ოჯახში ძალადობის კამპანიას შემოუერთდნენ. მათ გამვლელებს ხელზე აღუბეჭდეს კამპანიის ლოგო „არა ძალადობას!“ და კამპანიის ატრიბუტიკა - სამაჯურები და ბუშტები დაურიგეს. თბილისში ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მსვლელობა გამართეს თსუ-ს პირველი კორპუსიდან „რუსთაველი“-ს მეტრომდე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა - მე-6 კორპუსიდან სპორტის სასახლემდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა - ჭავჭავაძის გამზირზე, სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა კი ვაჟა-ფშაველას გამზირზე. სიახლის სრულად სანახავად გადადით შემდეგ ლინკზე: http://goo.gl/1vSxoi

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ სოციალური კამპანია სამცხე-ჯავახეთში
02:05

ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ სოციალური კამპანია სამცხე-ჯავახე...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-ს კამპანია სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს გააცნეს
03:11

შსს-ს კამპანია სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს გააცნეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-ს კამპანია გორში სტუდენტებს და მოსწავლეებს გააცნეს
04:05

შსს-ს კამპანია გორში სტუდენტებს და მოსწავლეებს გააცნეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-მ კამპანია ილიაუნის სტუდენტებს გააცნო
04:30

შსს-მ კამპანია ილიაუნის სტუდენტებს გააცნო

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-ს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალურ კამპანიას 150-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები გაეცნენ
02:40

შსს-ს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალურ კამპანიას...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-ს კამპანია მე-60 სკოლის მოსწავლეებს გააცნეს
03:39

შსს-ს კამპანია მე-60 სკოლის მოსწავლეებს გააცნეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-ს კამპანია თბილისის 208-ე სკოლის მოსწავლეებს გააცნეს
03:29

შსს-ს კამპანია თბილისის 208-ე სკოლის მოსწავლეებს გააცნეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-ს კამპანია თბილისის 160-ე სკოლის მოსწავლეებს გააცნეს
03:56

შსს-ს კამპანია თბილისის 160-ე სკოლის მოსწავლეებს გააცნეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ყველა ვიდეო