შსს-ს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალურ კამპანიას 150-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები გაეცნენ

26.11.2014 02:40

შსს-ს სოციალური კამპანიის ფარგლებში, ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით ახალგაზრდა თაობის უკეთ ინფორმირების მიზნით, 150-ე საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. მოსწავლეებს კამპანიის შესახებ ესაუბრნენ სპეციალურად შექმნილი, შს სამინისტროს და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი სამუშაო ჯგუფის წევრები: შსს-ს აკადემიის პროფესიული მომზადების სამმართველოს საპატრულო პოლიციის ფაკულტეტის უფროსი ნოდარ სააკაშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი ნინო კვიტაიშვილი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ეკატერინე კენჭაძე, ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს უფროსი ეკატერინე დგებუაძე და არასამთავრობო ორგანიზაცია „ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელი“-ს წარმომადგენელი მანანა ფურცხვანიძე. სამუშაო ჯგუფის წევრებმა სკოლის მოსწავლეებს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალური კამპანია გააცნეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით კანონში შესული ცვლილებების შესახებ ისაუბრეს. 2013 წლიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც მოხდა ოჯახში ძალადობის კრიმინალიზაცია. კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, ოჯახში ძალადობა 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. სიახლის სრულიად სანახავად გადადით შემდეგ ლინკზე: http://goo.gl/KsJzSq

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

შსს-ს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიას სტუდენტები ქუჩის აქციებით შეუერთდნენ
14:12

შსს-ს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიას სტუდენტე...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-მ საინფორმაციო ბუკლეტები გურჯაანის რაიონში დაარიგა
01:03

შსს-მ საინფორმაციო ბუკლეტები გურჯაანის რაიონში დაარიგა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

უბნის ინსპექტორებმა საინფორმაციო ბუკლეტები დაარიგეს
02:18

უბნის ინსპექტორებმა საინფორმაციო ბუკლეტები დაარიგეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

უბნის ინსპექტორებმა შიდა ქართლში ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საინფორმაციო ბუკლეტები დაარიგეს
04:03

უბნის ინსპექტორებმა შიდა ქართლში ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-ს კამპანია სკოლის მოსწავლეებს გააცნეს
02:53

შსს-ს კამპანია სკოლის მოსწავლეებს გააცნეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-ს კამპანია თბილისის 75-ე სკოლის მოსწავლეებს გააცნეს
03:58

შსს-ს კამპანია თბილისის 75-ე სკოლის მოსწავლეებს გააცნეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-ს კამპანია სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს გააცნეს
03:11

შსს-ს კამპანია სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს გააცნეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ სოციალური კამპანია სამცხე-ჯავახეთში
02:05

ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ სოციალური კამპანია სამცხე-ჯავახე...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ყველა ვიდეო