შსს-მ საინფორმაციო ბუკლეტები გურჯაანის რაიონში დაარიგა
შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის ინიციატივით დაწყებულ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალურ კამპანიას – „არა ძალადობას!“. კამპანიის ფარგლებში, შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს გურჯაანის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებმა, რომლებიც ოჯახში ძალადობის საკითხებზე შსს-ს პოლიციის აკადემიაში სპეციალურ ტრენინგზე არიან გადამზადებული, გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხის მოსახლეობას ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგეს. სამართალდამცველებმა მოქალაქეებს გააცნეს, თუ რას გულისხმობს ოჯახში ძალადობა, როგორ იცავს სახელმწიფო ოჯახში ძალადობის მსხვერპლს. უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებმა მოსახლეობას განუმარტეს, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლს კანონი იცავს, ხოლო მოძალადეები კანონით ისჯებიან. ბუკლეტში მითითებულია ცხელი ხაზის ნომერი - „112“, რომელზეც ძალადობის მსხვერპლს ან ძალადობის ფაქტის მოწმე მოქალაქეს დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეუძლია დარეკოს და დახმარება ითხოვოს. სიახლის სრულად სანახავად გადადით შემდეგ ლინკზე: http://goo.gl/m4WSg0
შინაგან საქმეთა სამინისტრო-ის სხვა ვიდეოები
პოლიციის ფაილები - გამოძალვა
პოლიციის ფაილები - ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა...
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ამოღებულია კილო-ნახე...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 ნარკორეალიზატორი დაა...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძალვის ბრალდებით ო...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო პერიოდში მომხდარი...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერნეტით ნარკოტიკები...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდული სამყაროს'' წე...
მსგავსი ვიდეოები
შსს-მ საინფორმაციო ბუკლეტები იმერეთში დაარიგა
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შსს-მ საინფორმაციო ბუკლეტები ზუგდიდსა და წალენჯიხაში დაარიგა
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შსს-მ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საინფორმაციო ბუკლეტები და...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შსს-მ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საინფორმაციო ბუკლეტები და...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შსს-მ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საინფორმაციო ბუკლეტები და...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შსს-მ სოციალური კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებ...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შსს-მ საინფორმაციო კამპანიის - „ნუ წაართმევ ბავშვობას“ დასკვ...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შსს-მ კიბერდანაშაულის პრევენციის მიზნით კამპანია დაიწყო
Giorgi Mgebrishvili