შსს-მ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საინფორმაციო ბუკლეტები დაარიგა

27.12.2014 01:50

შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის ინიციატივით დაწყებული, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის – „არა ძალადობას!“ ფარგლებში, საინფორმაციო ბუკლეტები შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებმა ქედის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას დაურიგეს. ინსპექტორ-გამომძიებლები, რომლებიც მოქალაქეებს ოჯახში ძალადობის საკითხებზე ინფორმაციას აწვდიან, შსს-ს პოლიციის აკადემიაში სპეციალური ტრენინგები აქვთ გავლილი. მათ მოქალაქეებს განუმარტეს, რომ აუცილებელია ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კამპანიაში საზოგადოების აქტიურ ჩართულობა და პოლიციასთან თანამშრომლობა. სამართალდამცველებმა მოქალაქეებს აუხსნეს, თუ რას გულისხმობს ოჯახში ძალადობა, როგორ იცავს სახელმწიფო ოჯახში ძალადობის მსხვერპლს. უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებმა განუმარტეს მოსახლეობას, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლს კანონი იცავს, ხოლო მოძალადეები კანონით ისჯებიან. მათ ინფორმაცია მიაწოდეს მოქალაქეებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, 2013 წლიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებების შესახებ, რომლის მიხედვითაც ოჯახში ძალადობის კრიმინალიზაცია განხორციელდა. ოჯახში ძალადობა 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. კამპანიის საინფორმაციო ბუკლეტში ასევე მითითებულია ცხელი ხაზის ნომერი – „112“, რომელზეც ძალადობის მსხვერპლს ან ძალადობის ფაქტის მოწმე მოქალაქეს 24 საათის განმავლობაში შეუძლია დარეკოს და დახმარება ითხოვოს. სიახლის სრულად სანახავად გადადით შემდეგ ლინკზე: http://goo.gl/kkzcLO

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

შსს-მ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საინფორმაციო ბუკლეტები დაარიგა
03:48

შსს-მ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საინფორმაციო ბუკლეტები და...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-მ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საინფორმაციო ბუკლეტები დაარიგა
02:35

შსს-მ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საინფორმაციო ბუკლეტები და...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-მ საინფორმაციო ბუკლეტები გურჯაანის რაიონში დაარიგა
01:03

შსს-მ საინფორმაციო ბუკლეტები გურჯაანის რაიონში დაარიგა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-მ საინფორმაციო ბუკლეტები იმერეთში დაარიგა
01:25

შსს-მ საინფორმაციო ბუკლეტები იმერეთში დაარიგა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-მ საინფორმაციო ბუკლეტები ზუგდიდსა და წალენჯიხაში დაარიგა
03:41

შსს-მ საინფორმაციო ბუკლეტები ზუგდიდსა და წალენჯიხაში დაარიგა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-მ სოციალური კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს
03:10

შსს-მ სოციალური კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-მ კამპანია ილიაუნის სტუდენტებს გააცნო
04:30

შსს-მ კამპანია ილიაუნის სტუდენტებს გააცნო

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ბრიფინგი შსს-ში
02:24

ბრიფინგი შსს-ში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო