შსს-მ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საინფორმაციო ბუკლეტები დაარიგა

26.12.2014 03:48

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წამოწყებული, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალური კამპანიის ფარგლებში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები მოსახლეობისთვის საინფორმაციო ბუკლეტების დარიგებას განაგრძობენ. სოციალური კამპანია – „არა ძალადობას!“ შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის ინიციატივით, 25 ნოემბრიდან ხორციელდება. ოჯახში ძალადობის პრევენციის და ამ კუთხით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, შსს-ს აკადემიაში სპეციალურ ტრენინგზე გადამზადებული უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები თავიანთი დანაყოფების სამოქმედო ტერიტორიაზე საინფორმაციო ბუკლეტებს მთელი საქართველოს მასშტაბით არიგებენ. ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საინფორმაციო ბუკლეტები შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებმა ამჯერად ისანი-სამგორის რაიონის მაცხოვრებლებს დაურიგეს. ამ რაიონში მცხოვრებ ეთნიკურად არაქართულ ოჯახებს რუსულენოვანი ბუკლეტები დაურიგდათ. ბუკლეტში თვალსაჩინოდ არის მოცემული ცხელი ხაზის ნომერი - „112“, რომელზეც ძალადობის მსხვერპლს ან ძალადობის ფაქტის მოწმე მოქალაქეს ნებისმიერ დროს შეუძლია დარეკოს და დახმარება ითხოვოს. სიახლის სრულად სანახავად გადადით შემდეგ ლინკზე: http://goo.gl/88ZnzO

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

შსს-მ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საინფორმაციო ბუკლეტები დაარიგა
01:50

შსს-მ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საინფორმაციო ბუკლეტები და...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-მ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საინფორმაციო ბუკლეტები დაარიგა
02:35

შსს-მ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საინფორმაციო ბუკლეტები და...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-მ საინფორმაციო ბუკლეტები გურჯაანის რაიონში დაარიგა
01:03

შსს-მ საინფორმაციო ბუკლეტები გურჯაანის რაიონში დაარიგა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-მ საინფორმაციო ბუკლეტები იმერეთში დაარიგა
01:25

შსს-მ საინფორმაციო ბუკლეტები იმერეთში დაარიგა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-მ საინფორმაციო ბუკლეტები ზუგდიდსა და წალენჯიხაში დაარიგა
03:41

შსს-მ საინფორმაციო ბუკლეტები ზუგდიდსა და წალენჯიხაში დაარიგა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-მ სოციალური კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს
03:10

შსს-მ სოციალური კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-მ კამპანია ილიაუნის სტუდენტებს გააცნო
04:30

შსს-მ კამპანია ილიაუნის სტუდენტებს გააცნო

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ბრიფინგი შსს-ში
02:24

ბრიფინგი შსს-ში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო