შსს-მ სოციალური კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს
შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის ინიციატივით დაწყებული, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანი „არა ძალადობას!“ გრძლდება. ამჯერად სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს მესტიის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებმა მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს და საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგეს. უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები ოჯახში ძალადობის საკითხებზე შსს-ს პოლიციის აკადემიაში სპეციალურ ტრენინგზე არიან გადამზადებული. ისინი, საქართველოს მასშტაბით, მოსახლეობას ურიგებენ საინფორმაციო ბუკლეტებს, რომლებიც შსს-ს მიერ სპეციალურად დამზადდა. ბუკლეტში მითითებულია ცხელი ხაზის ნომერი - „112“, რომელზეც ძალადობის მსხვერპლს ან ძალადობის ფაქტის მოწმეს დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეუძლია დარეკოს და დახმარება ითხოვოს. უბნის ინსპექტორებმა მოქალაქეებს განუმარტეს, რომ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიაში აუცილებელია საზოგადოების აქტიური ჩართულობა და პოლიციასთან თანამშრომლობა. ოჯახში ძალადობის სხვა საკითხებთან ერთად, მოქალაქეებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2013 წლიდან შესული ცვლილებების შესახებ, რომელთა მიხედვითაც ოჯახში ძალადობის კრიმინალიზაცია განხორციელდა. სამართალდამცველებმა მოსახლეობას განუმარტეს, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლს კანონი იცავს, ხოლო მოძალადეები კანონით ისჯებიან. სიახლის სრულად სანახავად გადადით შემდეგ ლინკზე: http://goo.gl/TUOcjE
შინაგან საქმეთა სამინისტრო-ის სხვა ვიდეოები
პოლიციის ფაილები - გამოძალვა
პოლიციის ფაილები - ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა...
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ამოღებულია კილო-ნახე...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 ნარკორეალიზატორი დაა...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძალვის ბრალდებით ო...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო პერიოდში მომხდარი...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერნეტით ნარკოტიკები...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდული სამყაროს'' წე...
მსგავსი ვიდეოები
შსს-მ საგზაო უსაფრთხოების კამპანიის ახალი ეტაპი დაიწყო
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შსს-მ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საინფორმაციო ბუკლეტები და...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შსს-მ კამპანია ილიაუნის სტუდენტებს გააცნო
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შსს-მ საინფორმაციო ბუკლეტები ზუგდიდსა და წალენჯიხაში დაარიგა
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შსს-მ საინფორმაციო ბუკლეტები გურჯაანის რაიონში დაარიგა
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შსს-მ საინფორმაციო ბუკლეტები იმერეთში დაარიგა
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შსს-მ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საინფორმაციო ბუკლეტები და...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შსს-მ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ სოციალური კამპანია დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტრო