შს მინისტრი სტიქიის დროს დაღუპული მეხანძრე-მაშველის დაკრძალვაზე
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური კასპის რაიონ სოფელ აღაიანში სტიქიის დროს დაღუპული შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სახანძრო-სამაშველო სამსახურის 1-ლი სახანძრო-სამაშველო ნაწილის უმცროსი ინსპექტორის, მეხანძრე-მაშველის ზურაბ მუზაშვილის დაკრძალვას დაესწრო და ოჯახს მიუსამძიმრა. „მინდა პირველ რიგში მივუსამძიმრო ზურას ოჯახს. ის იყო ჩვენი შს სამინისტროს დიდი ოჯახის წევრი. ის ღვარცოფის მოვარდნის მომენტიდან ადგილზე იმყოფებოდა და 7 ადამიანი გადაარჩინა, თუმცა სამწუხაროდ, თვითონ ვეღარ შეძლო გამოსვლა და დაიღუპა. ეს ადამიანი საქართველოს ნამდვილი გმირია. მინდა მადლობა გადავუხადო პოლიციის იმ თანამშრომლებს, ვინც მონაწილეობდა სამაშველო სამუშაოებში, ასევე თავდაცვის სამინისტროს ბიჭებს, ვინც წვლილი შეიტანა ადამიანების გადარჩენაში", - განაცხადა შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა. დაკრძალვას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი ზვიად ქაწაშვილი და სხვა ხელმძღვანელი პირები. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ზურაბ მუზაშვილი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი თავდადებისთვის სიკვდილის შემდეგ დააჯილდოვა. პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო ჯილდო „სამოქალაქო თავდადებისთვის“ მაშველის მამას გადასცა. სიახლის სრულად სანახავად გადადით შემდეგ ბმულზე:https://goo.gl/dPzcAc
Vakhtang Gomelauri-ის სხვა ვიდეოები
02:24
შს მინისტრმა ურთიერთთანამშრომლობის მომორანდუმს ხელ...
04:34
ოტდ-ს ტექნოლოგიური ინოვაციების და სწავლების ცენტრი...
03:43
შს მინისტრმა რუსთაველის გამზირზე მოწყობილი გამოფენ...
02:29
შს მინისტრი სტიქიის დროს დაღუპული მეხანძრე-მაშველი...
02:01
შსს-ს რეფორმირების კომისიის პირველი სხდომა
09:07
შსს-ს და აშშ-ს საელჩოს საფეხბურთო გუნდებს შორის მე...
03:55
შს მინისტრმა „მზიური“-ს ტერიტორიაზე სამუშაოები დაა...
37:51
შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელის დღე ქუთაისშ...
მსგავსი ვიდეოები
შს მინისტრი სტიქიის დროს დაღუპულთა სულების მოსახსენიებელ პან...
Vakhtang Gomelauri
შს მინისტრი სტიქიის ზონაში იმყოფებოდა
Vakhtang Gomelauri
შოვში ცხრა დაკარგულ მოქალაქეს ამ დრომდე ეძებენ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შს მინისტრმა „მზიური“-ს ტერიტორიაზე სამუშაოები დაათვალიერა
Vakhtang Gomelauri
სტიქია გურიაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შს მინისტრი
info9 info99
შს მინისტრი
info9 info99
შს მინისტრი არასამთავრობოებს შეხვდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster