შს მინისტრმა ურთიერთთანამშრომლობის მომორანდუმს ხელი მოაწერა

25.06.2015 02:24

შინაგან საქმეთა სამინისტროს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მომორანდუმი გაფორმდა. ხელშეკრულებას უწყებების პირველმა პირებმა: შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა და ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ხელი მოაწერეს. დოკუმენტი ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესებასა და განვითარებას, საქართველოს ფლორისა და ფაუნის დაცვას, ეკოტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას ითვალსწინებს. მემორანდუმის თანახმად, უწყებები კანონმდებლობით დადგენილ ისეთ ერთობლივ ღონისძიებებს განახორციელებენ, რომლებიც მიმართული იქნება თევზჭერისა და ნადირობის წესების დარღვევაზე დროულ რეაგირებასა და მათ პრევენციაზე. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული, თევზჭერისა და ნადირობის წესების დარღვევის თითოეული ფაქტის შესახებ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე შემოსული ყველა ზარი რეაგირებისთვის ოპერატიულად გადაეცემა შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ - „112“-ს. შესაბამისად, „112“-ში დარღვევების შესახებ შემოსული შეტყობინება ოპერატიულად გადაეცემა რეაგირებისთვის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს. აგრეთვე, თევზჭერისა და ნადირობის წესების დარღვევის თითოეულ ფაქტზე შეტყობინება გადაეცემა ფინანსთა სამინისტროს სსიპ - შემოსავლების სამსახურს იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა საგადასახადო სამართალდარღვევის ნიშნები (სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება და ა.შ.). უწყებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული, თევზჭერისა და ნადირობის წესების დარღვევის პრევენციის და მასზე რეაგირების მიზნით, ერთობლივ ღონისძიებებს კანონმდებლობით დადგენილი წესით და მინიჭებული კომპენტეციის ფარგლებში განახორციელებენ. სიახლის სრულად სანახავად გადადით შემდეგ ბმულზე : https://goo.gl/cFiwV4

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

შს მინისტრის მოადგილემ გაეროს განვითარების ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი
00:14

შს მინისტრის მოადგილემ გაეროს განვითარების ურთიერთთანამშრომლ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შს მინისტრის მოადგილემ „112“-ის თანამშრომლებს საერთაშორისო დღე მიულოცა
02:55

შს მინისტრის მოადგილემ „112“-ის თანამშრომლებს საერთაშორისო დ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შს მინისტრმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

შს მინისტრმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შს მინისტრმა გურიის და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტებში სამუშაო თათბირი ჩაატარა
00:51

შს მინისტრმა გურიის და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპა...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შს მინისტრმა ევროპის საბჭოს დელეგაციას უმასპინძლა
00:46

შს მინისტრმა ევროპის საბჭოს დელეგაციას უმასპინძლა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

შს მინისტრმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა
06:23

შს მინისტრმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა

TV IMEDI

შს მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძესთან  ერთად \"112”-ში სამუშაო შეხვედრა გამართა
01:50

შს მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად "112”-ში სამუშაო...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შს მინისტრმა, პრემიერ-მინისტრთან ერთად დაღუპული პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკო
00:35

შს მინისტრმა, პრემიერ-მინისტრთან ერთად დაღუპული პოლიციელების...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ყველა ვიდეო