შს მინისტრის მოადგილემ „112“-ის თანამშრომლებს საერთაშორისო დღე მიულოცა

11.02.2015 02:55

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრს ეწვია და 11 თებერვალს „112“-ის საერთაშორისო დღე მიულოცა. შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრში აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით ღონისძიება ჩატარდა. ღონისძიებას შს მინისტრის მოადგილესთან ერთად სხვადასხვა ექსტრემალური სპორტის ფედერაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის მუშაობის სპეციფიკას სტუმრები ადგილზე გაეცნენ. ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რაც მობილური ოპერატორების დაფარვის ზონის გარეთ არსებული გეოგრაფიული არეალიდან „GPS თრექერ“-ის საშუალებით „112“-თან წვდომას გულისხმობს. აღნიშნული „თრექერები“, რომლებიც „112“-მა საკუთარი ხარჯებით შეიძინა, განკუთვნილია ტურისტებისთვის და საქართველოს მაღალი რისკის მქონე რეგიონებში გადაადგილებული პირებისთვის. შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარ მიმართულებად 2015 წელს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა დასახელდა. აღნიშნულ თემაზე მიღებული ზარების შინაარსიდან გამომდინარე, სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და „112“-ის ეფექტურ მუშაობაში შეტანილი წვლილისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრის სახელით, ცენტრის 2 თანამშრომელს მადლობის სიგელი გადაეცა. სიახლის სრულად სანახავად გადადით შემდეგ ლინკზე: http://goo.gl/mouAjO

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

საქართველოს შს მინისტრის მოადგილემ და ლიტვის შს მინისტრმა „112-ის გმირები“ დააჯილდოვეს
03:01

საქართველოს შს მინისტრის მოადგილემ და ლიტვის შს მინისტრმა „1...

112 Georgia / 112 საქართველო

ლაშა გვასალია: ნაციონალები ცილისწამებით სიტუაციის არევას ცდილობენ
01:52

ლაშა გვასალია: ნაციონალები ცილისწამებით სიტუაციის არევას ცდი...

Radio Atinati

შს მინისტრის მოადგილემ მეხანძრე-მაშველები დააჯილდოვა
01:24

შს მინისტრის მოადგილემ მეხანძრე-მაშველები დააჯილდოვა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

შს მინისტრის მოადგილემ საერთაშორისო ფორუმი გახსნა
02:56

შს მინისტრის მოადგილემ საერთაშორისო ფორუმი გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შს მინისტრის მოადგილემ გაეროს განვითარების ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი
00:14

შს მინისტრის მოადგილემ გაეროს განვითარების ურთიერთთანამშრომლ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შს მინისტრის მოადგილემ შსს-ს აკადემიის სამაგისტრო პროგრამა წარადგინა
06:08

შს მინისტრის მოადგილემ შსს-ს აკადემიის სამაგისტრო პროგრამა წ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შს მინისტრის მოადგილემ თანამდებობა დატოვა
05:04

შს მინისტრის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

TV IMEDI

შს მინისტრის მოადგილემ ოზურგეთში პროექტი „უსაფრთხო ქალაქი“ გააცნო საზოგადოებას
03:02

შს მინისტრის მოადგილემ ოზურგეთში პროექტი „უსაფრთხო ქალაქი“ გ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ყველა ვიდეო