შს მინისტრის მოადგილემ ოზურგეთში პროექტი „უსაფრთხო ქალაქი“ გააცნო საზოგადოებას
ქალაქ ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში სამოქალაქო საზოგადოებასა შსს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. მინისტრის მოადგილემ შსს ადმინისტრაციისა და გენერალური ინსპექციის წარმომადგენლებთან ერთად მოქალაქეებს პროექტ „უსაფრთხო ქალაქის“ ფარგლებში დანაშაულის პრევენციის, დანაშაულთან ბრძოლის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დაცვის და სამინისტროს მიერ გაწეული სამუშაოს, ასევე მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა და შეკითხვებს უპასუხა. შეხვედრას, რომელიც ორი საათის განმავლობაში გრძელდებოდა, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის და ადგილობრივი თვითთმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პროექტის ფარგლებში შეხვედრები საზოგადოებასთან საქართველოს კიდევ ცხრა ქალაქში ჩატარდება, რაც ხელს შეუწყობს მოქალაქეთა მონაწილეობას მმართველობის პროცესში და შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის საზოგადოებაში ინფორმირებულობის ამაღლებას, ასევე დანაშაულის პრევენციას და თემისთვის აქტუალურ საკითხებზე რეაგირებას. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ქ. ოზურგეთში „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ ოფისში ლიდერთა სკოლის მოსწავლეებს შეხვდა და დისკუსია გამართა. ახალგაზრდებმა სამინისტროს წარმომადგენლებს სამოქალაქო აქტივიზმის, მოხალისეობის და რეგიონის განვითარების შესახებ საკუთარი პროექტები და მოსაზრებები გააცნეს. სიახლის სრულად სანახავად გადადით შემდეგ ლინკზე : http://goo.gl/RDQkYr
შინაგან საქმეთა სამინისტრო-ის სხვა ვიდეოები
პოლიციის ფაილები - გამოძალვა
პოლიციის ფაილები - ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა...
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ამოღებულია კილო-ნახე...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 ნარკორეალიზატორი დაა...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძალვის ბრალდებით ო...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო პერიოდში მომხდარი...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერნეტით ნარკოტიკები...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდული სამყაროს'' წე...
მსგავსი ვიდეოები
შს მინისტრის მოადგილემ მეხანძრე-მაშველები დააჯილდოვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შს მინისტრის მოადგილემ საერთაშორისო ფორუმი გახსნა
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შს მინისტრის მოადგილემ გაეროს განვითარების ურთიერთთანამშრომლ...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შს მინისტრის მოადგილემ შსს-ს აკადემიის სამაგისტრო პროგრამა წ...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შს მინისტრის მოადგილემ თანამდებობა დატოვა
TV IMEDI
შს მინისტრის მოადგილემ „112“-ის თანამშრომლებს საერთაშორისო დ...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შს მინისტრის მოადგილემ შსს-ს აკადემიის მაგისტრანტებს სასწავლ...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შს მინისტრის მოადგილემ 13 ივნისს გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველ...
შინაგან საქმეთა სამინისტრო