შს მინისტრის მოადგილემ შსს-ს აკადემიის სამაგისტრო პროგრამა წარადგინა

08.09.2014 06:08

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორიამ მედიის წარმომადგენლებს შსს-ს აკადემიის „საპოლიციო რეგულირების სამართლის“ სამაგისტრო პროგრამა წარუდგინა და მათ აღნიშნული სამაგისტრო პროგრამის მნიშვნელობა და მიზანი გააცნო. აკადემიის „საპოლიციო რეგულირების სამართლის“ სამაგისტრო პროგრამას საქართველოში ანალოგი არ გააჩნია, რადგან ორიენტირებულია სამართალდარღვევათა პრევენციაზე. შს მინისტრის მოადგილემ „საპოლიციო რეგულირების სამართლის“ სამაგისტრო პროგრამის წარდგენისას განაცხადა, რომ აკადემიას მიენიჭა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი და „საპოლიციო რეგულირების სამართლის“ სამაგისტრო პროგრამის განხორციელება მიმდინარე წლის ოქტომბრიდან დაიწყება. აღნიშნული პროგრამა უფასოა და მასზე ის სტუდენტები მიიღებიან, რომელთაც აქვთ სამართლის ბაკალავრის დიპლომი და გავლილი აქვთ საერთო სამაგისტრო გამოცდა. „საპოლიციო რეგულირების სამართლის“ სამაგისტრო პროგრამის მიზანია მოამზადოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფებისათვის საშუალო მენეჯერულ პოზიციებზე სათანადო უნარებითა და ცოდნით აღჭურვილი საპოლიციო ფუნქციების განმახორციელებელი, აკადემიური განათლების მქონე თანამშრომლები, რომლებიც იქნებიან კანონის უზენაესობის, დემოკრატიული და ჰუმანური ღირებულებების მატარებელნი. სრული ტექსტის სანახავად გადადით შემდეგ ლინკზე : http://goo.gl/AQRYJF

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

შს მინისტრის მოადგილემ შსს-ს აკადემიის მაგისტრანტებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა
03:02

შს მინისტრის მოადგილემ შსს-ს აკადემიის მაგისტრანტებს სასწავლ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-ს აკადემიის დროებითი მოთავსების იზოლატორების თანამშრომელთა ტრენინგი
02:39

შსს-ს აკადემიის დროებითი მოთავსების იზოლატორების თანამშრომელ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-ს არქივის მიერ გამოცემული ორტომეულის პრეზენტაცია
04:06

შსს-ს არქივის მიერ გამოცემული ორტომეულის პრეზენტაცია

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ძალადობის პრევენციის ეროვნული სტრატეგია სტუდენტებს წარედგინა
03:48

ძალადობის პრევენციის ეროვნული სტრატეგია სტუდენტებს წარედგინა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ჟურნალისტებმა შსს-ს აკადემიაში სასწავლო კურსი გაიარეს
04:10

ჟურნალისტებმა შსს-ს აკადემიაში სასწავლო კურსი გაიარეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ოჯახში ძალადობის საკითხებზე გადამზადების კურსის გახსნა
04:39

ოჯახში ძალადობის საკითხებზე გადამზადების კურსის გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-ს კამპანია 195-ე სკოლის მოსწავლეებს გააცნეს
02:32

შსს-ს კამპანია 195-ე სკოლის მოსწავლეებს გააცნეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-ს კამპანია სკოლა „ინტელექტის“ მოსწავლეებს გააცნეს
03:03

შსს-ს კამპანია სკოლა „ინტელექტის“ მოსწავლეებს გააცნეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ყველა ვიდეო