ოჯახში ძალადობის საკითხებზე გადამზადების კურსის გახსნა

11.11.2014 04:39

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორიამ, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიასთან ერთად ოჯახში ძალადობის საკითხებზე შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა გადამზადების კურსი შსს-ს აკადემიაში გახსნა. გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გიორგი ჭანტურიამ, შსს-ს აკადემიის რექტორმა ნუკრი გელაშვილმა და აკადემიის სხვა წარმომადგენლებმა. ღონისძიებას, შსს-ს წარმომადგენლებთან ერთად, სახალხო დამცველის აპარატის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც დაესწრნენ. ოჯახში ძალადობის საკითხებზე სწავლებას „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი“-ს და სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები წარუძღვებიან. ამ ეტაპზე გადამზადების კურსს თბილისის მასშტაბით უკლებლივ ყველა პატრულ-ინსპექტორი გაივლის. აღნიშნული კურსის მიზანია სამართალდამცველების კვალიფიკაციის ამაღლება მსხვერპლთან, მოძალადესთან, მოწმესთან კომუნიკაციის პრობლემის იდენტიფიცირებისა და სამართლებრივად სწორად გადაწყვეტის კუთხით. ტრენინგზე ინტერაქტიულ რეჟიმში მოხდება როგორც მომხდარი შემთხვევების, ასევე თეორიული საკითხების საფუძვლიანი განხილვა. გადამზადების ანალოგიური კურსი, შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის გადაწყვეტილებით, მთელი საქართველოს მასშტაბით, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებისთვის წელს რამდენიმე თვის განმავლობაში ტარდებოდა. მასში თითოეული დანაყოფიდან შერჩეულმა ორ-ორმა უბნის ინსპექტორმა მიიღო მონაწილეობა. ტრენინგების კურსს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის პედაგოგები, ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები წარმართავდნენ. სიახლის სრულიად სანახავად გადადით შემდეგ ლინკზე: http://goo.gl/qpjNyq

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

შსს-ს აკადემიაში უბნის ინსპექტორები ოჯახში ძალადობის საკითხებზე გადამზადებას გადიან
02:03

შსს-ს აკადემიაში უბნის ინსპექტორები ოჯახში ძალადობის საკითხე...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-ს აკადემიაში ოჯახში ძალადობის საკითხებზე უბნის ინსპექტორების გადამზადება გრძელდება
01:19

შსს-ს აკადემიაში ოჯახში ძალადობის საკითხებზე უბნის ინსპექტორ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

გამომძიებელთა გადამზადების კურსი გრძელდება
00:44

გამომძიებელთა გადამზადების კურსი გრძელდება

შინაგან საქმეთა სამინისტრო

უბნის ინსპექტორები ოჯახში ძალადობის საკითხებზე გადამზადებას გადიან
01:41

უბნის ინსპექტორები ოჯახში ძალადობის საკითხებზე გადამზადებას...

Ajara TV

ოჯახში ძალადობისა და სექსუალური შევიწროების საკითხებზე მართლწესრიგის ოფიცრების გადამზადება დაიწყო
01:23

ოჯახში ძალადობისა და სექსუალური შევიწროების საკითხებზე მართლ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ოჯახში ძალადობის საკითხებზე ტრენინგი დასრულდა
02:01

ოჯახში ძალადობის საკითხებზე ტრენინგი დასრულდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

მოსახლეობის დამოკიდებულება ოჯახში ძალადობის საკითხებზე
05:22

მოსახლეობის დამოკიდებულება ოჯახში ძალადობის საკითხებზე

Fund Sokhumi

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე საზოგადოების ინფორმირებისათვის სპეციალური საიტი   imoqme
02:15

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე საზოგადოების ინფ...

Ministry of Justice of Georgia

ყველა ვიდეო