შსს-ს აკადემიაში უბნის ინსპექტორები ოჯახში ძალადობის საკითხებზე გადამზადებას გადიან

05.10.2014 02:03

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებულ ყველა საპოლიციო დანაყოფის თანამშრომლებისთვის ოჯახში ძალადობის საკითხებზე ტრენინგი ტარდება. შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის გადაწყვეტილებით, საქართველოს თითოეული რეგიონის და დედაქალაქის საპოლიციო დანაყოფებიდან შეირჩა ორ-ორი უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი, ერთი ქალი და ერთი მამაკაცი, რომლებიც ოჯახში ძალადობის საკითხებზე ტრენინგებს გადიან. დღევანდელ ტრენინგში შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლები იღებენ მონაწილეობას. ტრენინგების კურსს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის პედაგოგები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე ექსპერტები მართავენ. ტრენინგები მიმდინარე წლის 10 დეკემბრამდე გაგრძელდება. პოლიციის იმ თანამშრომლებს, რომლებიც გადამზადებას გადიან, თავიანთი დანაყოფების სამოქმედო ტერიტორიაზე მომხდარ ოჯახში ძალადობის შემთხვევებთან დაკავშირებით განხორციელებულ ღონისძიებებზე ზედამხედველობა და სათანადო სტატისტიკური მონაცემების დამუშავება დაევალებათ. უბნის ინსპექტორებს ასევე დაევალებათ არა მარტო კონკრეტულ ფაქტზე რეაგირება, არამედ კონფლიქტური ოჯახების პერიოდული კონტროლი და საერთო ანალიზი. აღნიშნულ საქმიანობას შს მინისტრის ბრძანებით 2014 წელს შექმნილი „ოჯახში ძალადობის პრევენციის და მასზე ეფექტიანი რეაგირების კომისია“ გაუწევს კოორდინაციას. აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში არაერთი ღონისძიება ტარდება ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე მუშაობის გაძლიერების მიზნით, მათ შორის, უფრო სრულყოფილი გახდა შემაკავებელი ორდერის შევსების მექანიზმი, რაც გამოიხატება იმაში, რომ უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებს მიეცათ აღნიშნული დოკუმენტის შევსების უფლებამოსილება იმ ტერიტორიულ ერთეულებშიც, სადაც მოქმედებს საპატრულო პოლიციის სამსახური. სიახლის სრულად სანახავად გადადით შემდეგ ლინკზე : http://goo.gl/YFb3KC

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

შსს-ს აკადემიაში ოჯახში ძალადობის საკითხებზე უბნის ინსპექტორების გადამზადება გრძელდება
01:19

შსს-ს აკადემიაში ოჯახში ძალადობის საკითხებზე უბნის ინსპექტორ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ოჯახში ძალადობის საკითხებზე გადამზადების კურსის გახსნა
04:39

ოჯახში ძალადობის საკითხებზე გადამზადების კურსის გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო   შსს ს უბნის ინსპექტორ გამომძიებლებმა ძალადობის წინააღმდეგ ბ
02:54

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო შსს ს უბნის ინსპექტ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

უბნის ინსპექტორებმა საინფორმაციო ბუკლეტები დაარიგეს
02:18

უბნის ინსპექტორებმა საინფორმაციო ბუკლეტები დაარიგეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო   შსს ს უბნის ინსპექტორ გამომძიებლებმა ლენტეხის მოსახლეობას ძ
01:33

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო შსს ს უბნის ინსპექტ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-მ სოციალური კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს
03:10

შსს-მ სოციალური კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

უბნის ინსპექტორებმა შიდა ქართლში ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საინფორმაციო ბუკლეტები დაარიგეს
04:03

უბნის ინსპექტორებმა შიდა ქართლში ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-მ საინფორმაციო ბუკლეტები იმერეთში დაარიგა
01:25

შსს-მ საინფორმაციო ბუკლეტები იმერეთში დაარიგა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ყველა ვიდეო