საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო შსს ს უბნის ინსპექტორ გამომძიებლებმა ლენტეხის მოსახლეობას ძ
შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის ინიციატივით დაწყებული, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალური კამპანიის „არა ძალადობას!“ ფარგლებში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებმა ლენტეხის მოსახლეობას საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგეს. უბნის ინსპექტორებმა მოქალაქეებს განუმარტეს, რომ აუცილებელია ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კამპანიაში საზოგადოების აქტიური ჩართულობა და პოლიციასთან თანამშრომლობა. სამართალდამცველებს, რომლებიც მოქალაქეებს ოჯახში ძალადობის საკითხებზე ინფორმაციას აწვდიან, შსს-ს პოლიციის აკადემიაში სპეციალური ტრენინგები აქვთ გავლილი. უბნის ინსპექტორებმა მოქალაქეებს აუხსნეს, რას გულისხმობს ოჯახში ძალადობა და როგორ იცავს სახელმწიფო ოჯახში ძალადობის მსხვერპლს. მათ განუმარტეს მოსახლეობას, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლს კანონი იცავს, ხოლო მოძალადეები კანონით ისჯებიან. სამართალდამცველებმა მოქალაქეებს ინფორმაცია მიაწოდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით 2013 წლიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებების შესახებ, რომელთა მიხედვითაც ოჯახში ძალადობის კრიმინალიზაცია განხორციელდა და ოჯახში ძალადობა 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. კამპანიის საინფორმაციო ბუკლეტში ასევე მითითებულია ცხელი ხაზის ნომერი – „112“, რომელზეც ძალადობის მსხვერპლს ან ძალადობის ფაქტის მოწმე მოქალაქეს 24 საათის განმავლობაში შეუძლია დარეკოს და დახმარება ითხოვოს. სიახლის სრულად სანახავად გადადით შემდეგ ლინკზე http://goo.gl/zAcgWx
შინაგან საქმეთა სამინისტრო-ის სხვა ვიდეოები
პოლიციის ფაილები - გამოძალვა
პოლიციის ფაილები - ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა...
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ამოღებულია კილო-ნახე...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 ნარკორეალიზატორი დაა...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძალვის ბრალდებით ო...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო პერიოდში მომხდარი...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერნეტით ნარკოტიკები...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდული სამყაროს'' წე...
მსგავსი ვიდეოები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო შსს ს უბნის ინსპექტ...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შსს-მ სოციალური კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებ...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შსს-მ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საინფორმაციო ბუკლეტები და...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
უბნის ინსპექტორებმა საინფორმაციო ბუკლეტები დაარიგეს
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შსს-მ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საინფორმაციო ბუკლეტები და...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შსს- მ სკოლებში სამართლებრივი კულტურის გაკვეთილები ჩაატარა
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შსს-ს აკადემიაში უბნის ინსპექტორები ოჯახში ძალადობის საკითხე...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შსს-მ საინფორმაციო ბუკლეტები გურჯაანის რაიონში დაარიგა
შინაგან საქმეთა სამინისტრო