შსს-ს აკადემიაში ოჯახში ძალადობის საკითხებზე უბნის ინსპექტორების გადამზადება გრძელდება

13.10.2014 01:19

შსს-ს აკადემიაში ტრენინგი ოჯახში ძალადობის საკითხებზე შსს-ს სამეგრელოს და ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს ჩაუტარდათ. აღნიშნული ფართომასშტაბიანი ტრენინგი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებული ყველა საპოლიციო დანაყოფის თანამშრომლებისთვის უკვე რამდენიმე თვეა ტარდება. ტრენინგების კურსი შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის გადაწყვეტილებით ხორციელდება და მასში თითოეული დანაყოფიდან შერჩეული ორ-ორი უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი – ერთი ქალი და ერთი მამაკაცი მონაწილეობს. ტრენინგების კურსს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის პედაგოგები, ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები მართავენ. სწავლების პროცესში ყურადღება გამახვილებულია ოჯახური კონფლიქტის დროს სიტუაციის უკეთ განმუხტვის მექანიზმებსა და კონფლიქტში მონაწილე პირებთან სწორი კუთხით კომუნიკაციის უნარ-ჩვევების ამაღლებაზე. ტრენინგზე ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობს როგორც მომხდარი შემთხვევების, ასევე თეორიული საკითხების საფუძვლიანი განხილვა. პოლიციის იმ თანამშრომლებს, რომლებიც გადამზადებას გადიან, თავიანთი დანაყოფების სამოქმედო ტერიტორიაზე მომხდარ ოჯახში ძალადობის შემთხვევებთან დაკავშირებით განხორციელებულ ღონისძიებებზე ზედამხედველობა და სათანადო სტატისტიკური მონაცემების დამუშავება დაევალებათ. სიახლის სრულიად სანახავად გადადით შემდეგ ლინკზე: http://goo.gl/NnFGnT

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

შსს-ს აკადემიაში უბნის ინსპექტორები ოჯახში ძალადობის საკითხებზე გადამზადებას გადიან
02:03

შსს-ს აკადემიაში უბნის ინსპექტორები ოჯახში ძალადობის საკითხე...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო   შსს ს უბნის ინსპექტორ გამომძიებლებმა ძალადობის წინააღმდეგ ბ
02:54

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო შსს ს უბნის ინსპექტ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო   შსს ს უბნის ინსპექტორ გამომძიებლებმა ლენტეხის მოსახლეობას ძ
01:33

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო შსს ს უბნის ინსპექტ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

უბნის ინსპექტორებმა საინფორმაციო ბუკლეტები დაარიგეს
02:18

უბნის ინსპექტორებმა საინფორმაციო ბუკლეტები დაარიგეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-მ სოციალური კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს
03:10

შსს-მ სოციალური კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ოჯახში ძალადობის საკითხებზე გადამზადების კურსის გახსნა
04:39

ოჯახში ძალადობის საკითხებზე გადამზადების კურსის გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-მ საინფორმაციო ბუკლეტები გურჯაანის რაიონში დაარიგა
01:03

შსს-მ საინფორმაციო ბუკლეტები გურჯაანის რაიონში დაარიგა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-მ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საინფორმაციო ბუკლეტები დაარიგა
01:50

შსს-მ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საინფორმაციო ბუკლეტები და...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ყველა ვიდეო