ოტდ-ს ტექნოლოგიური ინოვაციების და სწავლების ცენტრის გახსნა

16.04.2015 04:34

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა შსს-ს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის ტექნოლოგიური ინოვაციების და სწავლების ცენტრი გახსნეს. ცენტრის დაარსების მიზანია საქართველო-აშშ-ევროკავშირის სამმხრივი თანამშრომლობა ბირთვული და რადიაციული გაუვრცელებლობის სფეროში, საქართველოს აქტიური პარტნიორობა საერთაშორისო პროცესებში, საქართველოს შესაძლებლობების განვითარება რადიაციული გაუვრცელებლობის უზრუნველსაყოფად, საქართველოს შსს-ს კონტრიბუცია ადამიანური და მატერიალური რესურსებით. დღესვე გაიმართა სასაზღვრო გამშვები პუნქტების თანამშრომელთა ინტენსიურ სწავლებაში მონაწილე, საუკეთესო შედეგების მქონე მსმენელებისთვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია, ასევე, აშშ-ს ენერგეტიკის დეპარტამენტიდან აღჭურვილობის გადმოცემის დოკუმენტის ხელმოწერა. ღონისძიებას ესწრებოდნენ შს მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირები, შშ-ს ენერგეტიკის დეპარტამენტის ბირთვული უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის (NNSA) ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის (DNN) ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე დევიდ ჰუიზენგა , აშშ-ს ელჩი რიჩარდ ნორლანდი და საელჩოს წარმომადგენლები. სიახლის სრულად სანახავად გადადით შემდეგ ლინკზე: http://goo.gl/L1CyFT

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

მსგავსი ვიდეოები ვერ მოიძებნა

ყველა ვიდეო