შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელის დღე ქუთაისში აღნიშნა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელის დღე ქუთაისში საზეიმო ღონისძიებით აღნიშნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, მთავრობისა და პარლამენტის წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ოფიციალური დელეგაციების წევრები პარტნიორი ქვეყნებიდან: ლატვიიდან, ლიტვიდან, გერმანიიდან, სომხეთიდან, ბელარუსიდან, თურქეთიდან და მოლდოვიდან. ღონისძიება წუთიერი დუმილით გაიხსნა. სტუმრებმა პატივი მიაგეს სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული პოლიციელების ხსოვნას. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამართალდამცველებს სიტყვით მიმართა და პროფესიული დღე მიულოცა. პრემიერ-მინისტრის შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური სიტყვით გამოვიდა და თანამშრომლებს პოლიციელის დღე მიულოცა. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შს სამინისტროს თანამშრომლებს პოლიციელის დღე მიულოცა და წარმატებები უსურვა. „მნიშვნელოვანია, რომ დანაშაულზე რეაგირებიდან კიდევ უფრო შიგნით შეიწიოს დანაშაულის პრევენციაზე. ნდობა და სიახლოვე საზოგადოებასთან პოლიციელის საქმეა და მე მჯერა, რომ ეს გზა გაგრძელდება და გაღრმავდება. ამის საფუძველს მაძლევს ის, რომ პოლიცას ჰყავს კარგი და პროფესიონალი შინაგან საქმეთა მინისტრი. ხაზგასმით მსურს მივულოცო მას დღევანდელი დღე. როცა კამპანია იყო აგორებული პოლიციის წინააღმდეგ, ბატონმა გომელაურმა შეძლო, ფაქტიურად თავის ადგილზე დააყენა ყველაფერი თავისი სიმშვიდით, პროფესიონალიზმით, თავისი საქმისადმი სწორი პოლიტიკური მიდგომით და მე დღეს საგანგებოდ ვეუბნები მას მადლობას ასეთი ეფექტური საქმიანობისათვის", – განაცხადა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. სიახლის სრულად სანახავად გადადით შემდეგ ბმულზე: http://goo.gl/BG1eV5
Vakhtang Gomelauri-ის სხვა ვიდეოები
02:24
შს მინისტრმა ურთიერთთანამშრომლობის მომორანდუმს ხელ...
04:34
ოტდ-ს ტექნოლოგიური ინოვაციების და სწავლების ცენტრი...
03:43
შს მინისტრმა რუსთაველის გამზირზე მოწყობილი გამოფენ...
02:29
შს მინისტრი სტიქიის დროს დაღუპული მეხანძრე-მაშველი...
02:01
შსს-ს რეფორმირების კომისიის პირველი სხდომა
09:07
შსს-ს და აშშ-ს საელჩოს საფეხბურთო გუნდებს შორის მე...
03:55
შს მინისტრმა „მზიური“-ს ტერიტორიაზე სამუშაოები დაა...
მსგავსი ვიდეოები
შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელის დღე ქუთაისში აღნიშნა
112 Georgia / 112 საქართველო
პოლიციელის დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პოლიციელის დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პოლიციის დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#ახალიდღე მესაზღვრის პროფესიული დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დაცვის პოლიციის დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შს მინისტრი ომში დაღუპული თანამშრომლების ოჯახის წევრებს შეხვ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პოლიციელის პროფესიული დღე აღინიშნება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster