შს მინისტრი ომში დაღუპული თანამშრომლების ოჯახის წევრებს შეხვდა
აგვისტოს ომში დაღუპული თანამშრომლების ოჯახის წევრებს და თანამებრძოლებს შეხვდა შინაგან საქმეთა მინისტრი. გიორგი გახარიამ დაღუპული თანამშრომლების ოჯახის წევრებთან ერთად, სამინისტროს ეზოში, სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 და სანაპირო დაცვის 5 თანამშრომელი დაიღუპა. სამინისტრომ 19-ვე დაღუპული თანამშრომლის ოჯახს წელს მატერიალური დახმარება გაორმაგებული თანხით გაუწია. ღონისძიებაზე კიდევ ერთხელ გაიხსენეს 2008 წლის აგვისტოს მოვლენები. დაღუპული თანამშრომლების შვილებმა მამების თანამებრძოლებისა და მეგობრებისგან მოისმინეს მშობლების გმირობის ისტორიები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2008 წლის აგვისტოში ერთ-ერთი დაღუპული პოლიციელის იუბილარ შვილებს დაბადების დღე სიმბოლური საჩუქრებით მიულოცა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne... გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
შს მინისტრის გადაწყვეტილებით 2008 წლის ომში დაღუპული პოლიციე...
ტელეკომპანია ბორჯომი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო შს მინისტრის ინიცია...
ტელეკომპანია ბორჯომი
შს მინისტრი
info9 info99
შს მინისტრი
info9 info99
შს მინისტრი არასამთავრობოებს შეხვდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შს მინისტრი ზუგდიდის სამხარეო პოლიციის სამმართველოში იმყოფე...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შს მინისტრი ახალციხეში, პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელ...
მეცხრე არხი ახალციხე
შს მინისტრი რუსთაველზე გავიდა
TV IMEDI