შს მინისტრმა „მზიური“-ს ტერიტორიაზე სამუშაოები დაათვალიერა

20.06.2015 03:55

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად „მზიური“-ს ტერიტორიაზე იმყოფებოდა. მინისტრმა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო, გაწმენდითი და საძიებო სამუშაოები დაათვალიერა, რომლებსაც შსს-ს სხვადასხვა დანაყოფები ახორციელებენ. მინისტრმა დღევანდელ სამუშაოებზე ისაუბრა: „რაც შეეხება დღევანდელ სამუშაოებს, დღეს 1500 კაცამდეა ჩართული, მოქალაქეები. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა მათგანს. სადღაც 800 კაცამდე ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, იქ არის მაშველები, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი, ობიექტების დაცვა, მთლიანად დაცვის პოლიცია. ისინი იცვლებიან რა თქმა უნდა ყოველ დღე, ცვლებით მუშაობენ. ხელით სამუშაო ძალიან მცირე დარჩა, მცირე მასა დარჩა და არის უფრო ტექნიკით სამუშაო. აქედან გამომდინარე კრიზისების საბჭოში განიხილეს და უნდათ, რომ უკვე გადაერთვნენ ტექნიკით მუშაობაზე. საძიებო სამუშაოებში მაშველები ჩართულები იქნებიან აუცილებლად, და ეს მოქალაქეები, ე.წ. მოხალისეებს რომ ვეძახით, ნელ-ნელა გამოვიყვანოთ“. ვახტანგ გომელაურმა ასევე სტიქიის ზონიდან მოქალაქეების გამოყვანაზე განმარტება გააკეთა: „როგორც კი სიგნალი შემოვა ხოლმე, რომ მეწყერი ჩამოწვა, არის ხოლმე ძალიან პატარა მასა, ერთი კუბიც რომ ჩამოიშალოს გზაზე, მოქალაქეები რეკავენ „112“-ში, რომ გზაზე ჩამოიშალა მიწა. აქედან გამომდინარე ჩვენ უსაფრთხოების მიზნით პრევენციას ვატარებთ და გამოგვყავს ეს ხალხი. გარისკვის უფლება არ გვაქვს და არც უნდა გავრისკოთ. იგივე აქედანაც თუ რამე საფრთხეა ხოლმე სათავესთან, გეოლოგები მუშაობენ, ასევე სინოპტიკოსები და გვეუბნებიან, რომ შეიძლება იყოს რაღაცა დონის 10%-იანი საფრთხე, თუმცა არ ვრისკავთ ჩვენ და მაინც გამოგვყავს. ეხლაც გამოიყვანეს. როდესაც წვიმა მოდის ხოლმე, ავტომატურად გვაფრთხილებენ და ვაჩერებთ ხოლმე“. სიახლის სრულად სანახავად გადადით შემდეგ ბმულზე:https://goo.gl/6JSWHJ

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

შს მინისტრმა „მზიურის“ ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა
00:37

შს მინისტრმა „მზიურის“ ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები დაათ...

Vakhtang Gomelauri

შს მინისტრმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

შს მინისტრმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შს მინისტრმა გურიის და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტებში სამუშაო თათბირი ჩაატარა
00:51

შს მინისტრმა გურიის და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპა...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შს მინისტრმა ევროპის საბჭოს დელეგაციას უმასპინძლა
00:46

შს მინისტრმა ევროპის საბჭოს დელეგაციას უმასპინძლა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

შს მინისტრმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა
06:23

შს მინისტრმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა

TV IMEDI

შს მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძესთან  ერთად \"112”-ში სამუშაო შეხვედრა გამართა
01:50

შს მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად "112”-ში სამუშაო...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შს მინისტრმა, პრემიერ-მინისტრთან ერთად დაღუპული პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკო
00:35

შს მინისტრმა, პრემიერ-მინისტრთან ერთად დაღუპული პოლიციელების...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შს მინისტრმა აგვისტოს ომში დაღუპული პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკო
01:24

შს მინისტრმა აგვისტოს ომში დაღუპული პოლიციელების მემორიალი გ...

PalitraNews

ყველა ვიდეო