გიორგი გახარიამ ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია - „ქალები პოლიციაში“ გახსნა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამების საერთაშორისო ბიუროს (INL) თანამშრომლობის ფარგლებში, მეშვიდე წელია, ტრადიციულად საქართველოში იმართება ყოველწლიური, ოთხდღიანი საერთაშორისო კონფერენცია - „ქალები პოლიციაში“. კონფერენცია შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნა. „ჩვენ, საქართველოს მთავრობა, დიდ ყურადღებას ვაქცევთ გენდერულ თანასწორობას და ქალთა უფლებების დაცვას. ეს არის ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანა. ჩვენ ეს დავადასტურეთ მას შემდეგ, რაც შევუერთდით სტამბოლის კონვენციას, რომლიდან გამომდინარეც საქართველოს მთავრობამ განახორციელა არაერთი საკანონმდებლო ცვლილება, რომლებიც ხელს უწყობს ქალთა ჩართულობას სხვადასხვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, არა მხოლოდ პოლიციასა და შინაგან საქმეთა სამინისტროში, არამედ მთლიანად სახელმწიფოში. ჩვენთვის ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი და ის რესურსი, რომელიც ქვეყანას განვითარებასა და წინსვლაში უნდა დაეხმაროს. მინდა აღვნიშნო, რომ საპოლიციო სისტემაში ქალთა როლი სულ უფრო და უფრო იზრდება. ჩვენ დღეს შსს-ში ვმუშაობთ, მაგალითად, ისეთ ძალზე მნიშვნელოვან რეფორმაზე, როგორიც არის ე.წ. უბნის ინსპექტორი, სადაც ვხედავთ ქალების ჩართულობის პრინციპულ მნიშვნელობას და ვთვლით, რომ ამ ახალ ინსტიტუტში ქალის როლი უნდა იყოს კიდევ უფრო მაღალი. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა როლი სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვნად იყოს გაზრდილი და უფრო მეტიც, მაღალი დონის მენეჯმენტში ქალი წარმომადგენლები გვყავდეს. მოგეხსენებათ, რომ ამ ფუნქციით მე დღეს მყავს ორი მოადგილე და მინდა აღვნიშნო, რომ ისინი არიან საუკეთესოები“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. ვრცლად: http://gov.ge/s/16ac7 Facebook : / miaofgeo Twitter : / miaofgeorgia Myvideo : http://www.myvideo.ge/?user_id=1560804
შინაგან საქმეთა სამინისტრო-ის სხვა ვიდეოები
პოლიციის ფაილები - გამოძალვა
პოლიციის ფაილები - ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა...
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ამოღებულია კილო-ნახე...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 ნარკორეალიზატორი დაა...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძალვის ბრალდებით ო...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო პერიოდში მომხდარი...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერნეტით ნარკოტიკები...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდული სამყაროს'' წე...
მსგავსი ვიდეოები
დონორთა კონფერენცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მიუნხენის 56-ე საერთაშორისო კონფერენცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გერმანიაში მიუნხენის უსაფრთხოების რიგით 56-ე ყოველწლიური კონ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას ბრიფინგი
MULTIMEDIA GE
თათბირი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახ...
Georgian Government
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გიორგი გახარიას გამოსვლა დონორთა ყოველწლიურ ფორუმზე
TV IMEDI
პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster