პოლონეთის ყოფილი შს მინისტრი და მისი მოადგილე იზოლატორიდან სხვადასხვა ციხეებში გადაიყვანეს
პოლონეთის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და მისი მოადგილე წინასწარი დაკავების იზოლატორიდან სხვადასხვა ციხეებში გაგზავნეს. პოლონური მედიის ინფორმაციით, ქვეყნის ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს, მარიუშ კამინსკის, ქალაქ რადომის ციხეში მოათავსებენ, მაჩიეი ვასიკს კი ქალაქ ოსტრო-ლეკას მახლობლად მდებარე ციხეში. მარიუშ კამინსკი და მაჩიეი ვასიკი 9 იანვარს, პოლონეთის პრეზიდენტის სასახლეში დააკავეს. კამინსკიმ შიმშილობა დაიწყო. ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, მის წინააღმდეგ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმებიან პოლონეთის იუსტიციის სამინისტროში. იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ვარშავაში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ დაკავებულები არ არიან პოლიტპატიმრები და მათ მიმართ ამ ტერმინის გამოყენება შეურაცხმყოფელია სხვა პოლიტპატიმრების მიმართ მთელს მსოფლიოში, რომლებიც ამ დრომდე ციხეებში რჩებიან. კამინსკის და მასთან ერთად დაკავებულ ყოფილ სახელმწიფო მდივანს მაჩეი ვასიკს მხარდაჭერა გამოუცხადა თანაპარტიელმა პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ, რომელმაც მოქალაქეებს მოუწოდა, მშვიდობიანად წარმართონ საპროტესტო აქცია, თუკი ასეთი აქციის ჩატარების სურვილი ექნებათ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
გვირგვინით შემკობის ცერემონიალი
Saakashvili Mikheil - Саакашвили Mихаил
უსაფრთხოების პოლიტიკის ბარომეტრი
რადიო თავისუფლება
კანადაში საქართველოს ელჩის ინიციატივით გამოფენა გაიხსნა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მიხეილ სააკაშვილიმა და იაროსლავ კაჩინსკიმ ერთობლივი განცხადე...
Saakashvili Mikheil - Саакашвили Mихаил
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პოლონეთის მთავრობამ საზოგადოებრივი მაუწყებლების ხელმძღვანელო...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საელჩოს ინაუგურაცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მიხაილ პოდოლიაკის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster