გალში მცხოვრებლებს ენგურის ხიდის გადაკვეთა აფხაზეთის მიმართულებით შეუძლიათ

06/28/2019
Radio Atinati-ის მიერ

ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებლებს აფხაზეთის მიმართულებით ენგურის ხიდის გადაკვეთა განსაკუთრებული შეზღუდვების გარეშე შეუძლიათ. გალელები ამბობენ, რომ მათ გადასვლა მხოლოდ ცალმხრივად შეუძლიათ.

„შვილები აფხაზეთში არიან. გადმოსვლა უნდათ, მაგრამ ვერ ახერხებენ, ახლა მე წავიდე იქით, არ ვიცი რა დრომდე გასტანს ეს შეზღუდვები“, - ამბობს ჭუბურხინჯი მკვიდრი.

რადიო „ათინათის“ ინფორმაციით, ხიდზე ორმხრივი მიმოსვლა მხოლოდ ენგურჰესზე დასაქმებულებს და ექიმის ცნობის მქონე პაციენტებს შეუძლიათ.

ენგურის ხიდზე მიმოსვლა გუშინ საღამოს შეიზღუდა. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამბობენ, რომ ეს ზომები საქართველოში, მათ შორის, ზუგდიდში მიმდინარე საპროტესტო აქციების გამო მიიღეს.

რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI...
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან