სუს: დე-ფაქტო ხელისუფლება გიორგი ლუკავას გათავისუფლებაზე უარს აცხადებს
გალში სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრის დასრულების შემდეგ ენგურის ხიდზე სუს-ის წარმომადგენელს გიორგი ლუკავას მეუღლე შეხვდა. კახაბერ ქემოკლიძემ პატიმრის ცოლს უთხრა, რომ აფხაზური მხარის ინფორმაციით, ლუკავას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა მის გათავისუფლებაზე დე-ფაქტო ხელისუფლება უარს აცხადებს. მისივე განმარტებით, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გააჟღერეს ქართული მხარის პოზიცია, რომ გიორგი ლუკავა უკანონო პატიმარია და აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს.თავის მხრივ, ლალი ბასარიამ საქართველოს მთავრობა უმოქმედობაში დაადანაშაულა და თქვა, რომ მათ საკუთარი მოქალაქეების ბედი არ ანაღვლებთ. ცნობისთვის, აფხაზეთის ომის მონაწილე გიორგი ლუკავა ოკუპირებულ ტერიტორიაზე 5 წლის წინ დააკავეს და 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. აფხაზური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მას "ბრალი ადამიანის მკვლელობასა და პარტიზანულ დაჯგუფება "ტყის ძმებთან" კავშირში ედება". რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი...
Radio Atinati
როგავების ოჯახმა ენგურის ხიდზე ე.წ. აფხაზურ საგუშაგოსთან მის...
Radio Atinati
როგავების ოჯახის წევრი სამართალდამცავებმა ენგურის ხიდზე დააკ...
Radio Atinati
ზაზა გახელაძის ე.წ. სასამართლო 5 თებერვალს გაგრძელდება
Trialeti TV
ენგურის ხიდზე დაკავებულების ოჯახის წევრებთან გამგებლის მოადგ...
Radio Atinati
ქემოკლიძე: დე-ფაქტო ხელისუფლებას კანჯი-ოღლის დაკავების პოლიტ...
Radio Atinati
გადაადგილების შემცირება და კანჯი-ოღლის დაკავების მოთხოვნა -...
Radio Atinati
აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ რაშიდ კანჯიოღლიზე სისხლის სამარ...
Radio Atinati