როგავების ოჯახის წევრი სამართალდამცავებმა ენგურის ხიდზე დააკავეს
რუსი ე.წ. მესაზღვრეების მიერ დაკავებული მამა-შვილის ოჯახის წევრი, პაატა როგავას ერთ-ერთი და დარეჯან როგავა სამართლამდაცავებმა ენგურის ხიდზე დააკავეს. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც როგავების ოჯახის წევრები და ახლობლები ენგურის ხიდის გადაკეტვას ცდილობდნენ, რასაც სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. პოლიციელებმა როგავა ძალის გამოყენებით ჩასვეს მანქანაში, თუმცა მისი ტერიტორიიდან გაყვანის საშუალებას ოჯახის წევრები არ აძლევდნენ, რომლებიც სავალ გზაზე დაწვნენ. ისინი სამართალდამცავებმა ასევე ძალის გამოყენებით ააყენეს და დაკავებული გაიყვანეს. ცნობისთვის, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ენგურის მიმდებარე ტერიტორიაზე არჩიკო და პაატა როგავები 5 აპრილს დააკავეს. სუს-ის წარმომადგენლის კახაბერ ქემოკლიძის ინფორმაციით, დე-ფაქტო ხელისუფლება როგავებს საზღვრის უკანონო გადაკვეთას, ხოლო პაატა როგავას დაკავებისას საოკუპაციო ჯარის წარმომადგლენლის მიმართ ძალის გამოყენებასა და ფიზიკურ შეურაცხყოფასაც ედავება. მამა-შვილს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati. . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
როგავების ოჯახი სუს-ის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას არ ენდობა
Radio Atinati
რიყეში დაკავებულების ოჯახი საქართველოს მთავრობას დახმარებას...
Radio Atinati
რუსი ე.წ. მესაზღვრეების მიერ დაკავებულების ოჯახი დახმარების...
Radio Atinati
დრანდის ციხეში მამა-შვილი როგავების მონახულებას ოჯახის წევრე...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გამაფრთხილებელი აქცია ენგურის ხიდზე
Radio Atinati
როგავების ოთხსულიან ოჯახს ქალაქის საკრებულო დაეხმარა
Radio Atinati
ენგურის ხიდზე დაკავებულების ოჯახის წევრებთან გამგებლის მოადგ...
Radio Atinati
როგავების ოჯახმა ენგურის ხიდზე ე.წ. აფხაზურ საგუშაგოსთან მის...
Radio Atinati