რიყეში დაკავებულების ოჯახი საქართველოს მთავრობას დახმარებას სთხოვს
რუსი სამხედროების მიერ დაკავებული მამა-შვილის არჩიკო და პაატა როგავების ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა საოკუპაციო ხიდთან აქცია გამართეს. ისინი საქართველოს ხელისუფლებას უყურადღებობაში სდებენ ბრალს და მათ გასათავისუფლებლად ქმედითი ნაბიჯებისკენ მოუწოდებენ. როგავების ოჯახის ერთ-ერთი წევრის თინათინ როგავას თქმით, მათ მთავრობის არცერთი წარმომადგენელი არ დაკავშირებია. აქციის მონაწილეების განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუკი შესაბამისი უწყებები მათ მოთხოვნებზე რეაგირებას არ მოახდენენ, ენგურის ხიდზე პერმანენტულ აქციებს გამართავენ. „ვითხოვთ, რომ მთავრობამ რამე გაგვაგებინოს. ჯანმრთელად და უვნებლად დაგვიბრუნდეს მამა და ძმა. უკვე რამდენიმე დღეა მათ შესახებ არაფერი გაგვიგია. ყურადღებას თუ არ მოგვაქცევენ, შიმშილობას დავიწყებთ. სხვა ჩვენ არაფერი შეგვიძლია“, - უთხრა ჟურნალისტებს თინათინ როგავამ. დღევანდელ აქციას შეუერთნენ „ენმ“-ის ზუგდიდის ორგანიზაციის წარმომადგენლები. მათი თქმით, საქართელოს მოქალაქეები საოკუპაციო ხაზთან თავს დაცულად არ გრძნობენ და მოუწოდეს ხელისუფლებას, რათა გააკეთოს ყველაფერი, რათა დაკავებული მამა-შვილი ოჯახს დაუბრუნდეს. მისივე განმარტებით, ხელისუფლებას აქვს ერთადერთი ბერკეტი, რომ რუს ოკუპანტებთან ნებისმიერ ფორმატში გამართოს მოლაპარაკება საქართველოს მოქალაქეების გასათავისუფლებად. „ჩვენ დავდგებით მათთან ერთად და მივმართავთ ყველანაირი პროტესტის ფორმას კანონის ფარგლებში, რომ ამ ადამინებმა დაიბრუნონ საკუთარი ოჯახის წევრები... ჩვენ უკვე დავუკავშირდით არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს და ვაპირებთ საქმის კურსში ჩავაყენოთ ყველა დიპლომატიური კორპუსი“, - თქვა წითლიძემ. ენმ-ის ზუგდიდის ორგანიზაციის პოლიტიკური მდივნის თეიმურაზ ბასიალას განცხადებით, ბოლო პერიოდში გახშირებული მსგავსი შემთხვევები შესაბამისი უწყებების არასათანადო მუშაობაზე მიუთითებს. „ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ყველანაირი ზომები, არის სამხრივი შეხვედრები, არის შესაბამისი უწყებები, რომელთან აქვს კონტაქტი მეორე მხარესთან. დღეს მყისიერი რეაგირებაა საჭირო, რადგან უკვე მეხუთე დღეა, არავითარი ინფორმაცია არ ვრცელდება“, - თქვა ბასიალაიამ. დაკავებულების ახლობლების მტკიცებით, მამა-შვილ როგავებს ე.წ. საზღვარი არ გადაუკვეთავთ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყის მცხოვრებლები - მამა-შვილი როგავები, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 6 აპრილს დააკავეს. სად იმყოფებიან ამ დროისთვის დაკავებულები, უცნობია რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
რუსი ე.წ. მესაზღვრეების მიერ დაკავებულების ოჯახი დახმარების...
Radio Atinati
რიყეში ახალი ტაძარი იკურთხა.
odishitv
სოფელ რიყეში ძალოსნობის რეაბილიტირებული დარბაზი გაიხსნა
STV NEWS
იხვები რიყეში
lEGO Channel
სოფელი რიყეს გამრიცხველიანება.flv
menrgovge
მოგვეცით წყალი - საპროტესტო აქცია რიყეში
Livepress. ge
კონფლიქტისპირა სოფელ რიყეში ახალი გზა დაიგება და სპორტკომპლე...
makho Basy
მე და თომა ჩავდივართ რიყეში : @levan yurkacishvili
NSGA