აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ რაშიდ კანჯიოღლიზე სისხლის სამართლის დევნა შეწყვიტა
გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული აფხაზი ე.წ მესაზღვრის რაშიდ კანჯი ოღლის მიმართ სისხლის სამართლის დევნა დე ფაქტო აფხაზეთის მთავრობამ შეწყვიტა. ამის შესახებ სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა კახაბერ ქემოკლიძემ ჟურნალისტებს გალის შერეული შეხვედრის დასრულების შემდეგ ენგურის ცენტრალურ ხიდზე განუცხადა. ქემოკლიძე აღნიშნულ ფაქტს ცინიკურ გადაწყვეტილებას უწოდებს და ამბობს, რომ საქართველოს მთავრობას ამ თემასთან დაკავშირებით სხვა მოლოდინი არც ჰქონია. „ჩვენ ყველა ლეგალურ ღონეს მივმართავთ იმისთვის, რომ ოთხოზორიას მკვლელობაში მსჯავრდებული საქართველოს კანონმდებლობით გასამართლდეს“ , -აღნიშნა ქემოკლიძემ.გარდა ამისა, სუს-ის წარმომადგენლის ინფორმაციით, შეხვედრაზე ე.წ. მესაზღვრეების მიერ საოკუპაციო ზოლზე დაკავებული მამა-შვილი როგავების, ხვიჩა წყაროზიას და სხვა უკანონო პატიმრების გათავისუფლების საკითხზე იმსჯელეს. „შეხვედრაზე ქართული მხრიდან ძალიან მკაფიოდ იქნა დაყენებული, რომ მსგავსი ტიპის მოვლენები პირდაპირპროპორციულად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს და საფრთხეს უქმნის ადგილობრივების გადაადგილებას“, - განაცხდა მან. გალის რაიონში ქართული მხარისა და დე ფაქტო ხელისუფლების მორიგი შეხვედრა 28 ივნის ჩაინიშნა. ცნობისთვის, გიგა ოთხოზორია ე.წ. მესაზღვრემ 19 მაისს, დაახლოებით, 15:00 საათზე, ხურჩა-ნაბაკევის საზღვართან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა.ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯი ოღლი დამნაშავედ ცნო. მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ კი პროკურატურის საჩივარი დააკმაყოფილა და კანჯი ოღლის 14 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
გადაადგილების შემცირება და კანჯი-ოღლის დაკავების მოთხოვნა -...
Radio Atinati
გალში მორიგი შერეული შეხვედრა მიმდინარეობს
Radio Atinati
აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ საოკუპაციო ხაზი შესაძლოა 5 საათ...
Tbilisi Info
"ღორის გრიპის" გამო აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ საქართველოს...
რადიო თავისუფლება
#ახალიკვირა დე ფაქტო სასამართლოს განაჩენი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის და ოკუპირებული აფხაზეთის შეთანხმება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster