ქემოკლიძე: დე-ფაქტო ხელისუფლებას კანჯი-ოღლის დაკავების პოლიტიკური მზაობა არ აქვს
აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯი-ოღლის დაკავების პოლიტიკური მზაობა არ აქვს. ამის შესახებ ჟურნალისტებს გალის შეხვედრის დასრულების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ კახაბერ ქემოკლიძემ განუცხადა. მისი შეფასებით, ეს პოზიცია სერიოზული პრობლემაა და ამ მიმართულებით მუშაობა უნდა გაგრძელდეს. „განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ სწორედ ამ საკითხზე, თუმცა მოცემულობა არ შეცვლილა, რაც მნიშვნელოვანი პრობლემაა. სუს-ი ამ საკითხზე სიღრმისეულად მუშაობს და გავაგრძელებთ აქტიურად მუშაობს“, - აღნიშნა ქემოკლიძემ. გარდა ამისა, დღევანდელ შეხვედრაზე ბოლო ერთი თვის განმავლობაში საოკუპაციო ხაზსა და მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე მოვლენები, მათ შორის საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტები განიხილეს. „საქმე ეხება გობეჩიას, წურწუმიასა და ზარანდიას. დე-ფაქტო ხელისფლებამ დაადასტურა, რომ გობეჩია გათავისუფლდა, თუმცა, ის რეგიონში რჩება. რაც შეეხება დანარჩენ ორს, ისინი ე.წ. ციხეში რჩებიან. ჩვენ მათ მოვუწოდეთ, რომ იყოს მაქსიმალური ლოალურობა, რათა მალე გათავისუფლდნენ“, - თქვა კახაბერ ქემოკლიძემ. რაც შეეხება საპარლამენტო რეზოლუციის პროექტს, რომელიც ე.წ. „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ სახელითაა ცნობილი, მან განმარტა, რომ სუს-ი სიღრმისეულად გაეცნობა აღნიშნულ დოკუმენტს, რის შემდეგაც მკაფიო პოზიციას დააფიქსირებს. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში მორიგი შევხედრა 25 აპრილს არის დაგეგმილი. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati. . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
გადაადგილების შემცირება და კანჯი-ოღლის დაკავების მოთხოვნა -...
Radio Atinati
ქართული მხარე გალის შეხვედრაზე ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდე...
Radio Atinati
აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ რაშიდ კანჯიოღლიზე სისხლის სამარ...
Radio Atinati
სუს: დე-ფაქტო ხელისუფლება გიორგი ლუკავას გათავისუფლებაზე უარ...
Radio Atinati
გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი...
Radio Atinati
ენგურის ხიდზე დაკავებულების ოჯახის წევრებთან გამგებლის მოადგ...
Radio Atinati
როგავების ოჯახმა ენგურის ხიდზე ე.წ. აფხაზურ საგუშაგოსთან მის...
Radio Atinati
როგავების ოჯახის წევრი სამართალდამცავებმა ენგურის ხიდზე დააკ...
Radio Atinati