ქართული მხარე გალის შეხვედრაზე ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის დასჯას მოითხოვს
გალში მორიგ შეხვედრაზე გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯი-ოღლის დაკავებისა და ქართული კანონმდებლობით მისი გასამართლების მოთხოვნას ქართული მხარე კიდევ ერთხელ დააყენებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს სუს-ის ანალიტიკური სამსახურის უფროსის მოადგილემ კახაბერ ქემოკლიძემ ენგურის ხიდზე განუცხადა. მისი თქმით, მსგავს დანაშაულში მსჯავრდებული პირების დაუსჯელობას უფრო მძიმე შედეგები მოყვება. “ახალგორში განვითარებული მოვლენები არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით კლასიკური მაგალითია, რომ დაუსჯელობას დე-ფაქტო მთავრობებისა და რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან კიდევ უფრო მძიმე დანაშაულიშეიძლება მოჰყვეს, ამიტომაც სწორედ ამ პათოსით ვისაუბრებთ დღევანდელ შეხვედრაზე და გავაცნობთ ჩვენს მოთხოვნებს როგორც დე-ფაქტო ხელისუფლების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს”, - განაცხადა გალში გადასვლამდე ქემოკლიძემ. დღესვე მხარეები კიდევ ერთი დაკავებული საქართველოს მოქალაქის საკითხსა და ბოლო ერთი თვის განმავლობაში საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრებენ. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati. . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ქართული მხარე გიგა ოთხოზორიას სავარაუდო მკვლელის გადაცემას ი...
Radio Atinati
საინფორმაციო სესია და 50-ე შერეული შეხვედრა გალში
Radio Atinati
გადაადგილების შემცირება და კანჯი-ოღლის დაკავების მოთხოვნა -...
Radio Atinati
გალის შეხვედრა აფხაზურმა და რუსულმა მხარეებმა ჩაშალეს
Radio Atinati
როგავების ოჯახი სუს-ის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას არ ენდობა
Radio Atinati
ჟენევის მოლაპარაკებების 47-ე რაუნდი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ლოთი (ვახტანგ) ქობალიას ისტორია - “საქართველოს დაბადება” (სრ...
ქვემო ბარღებიდან, წუხელ მე-3 კლასისი..
odishitv