საინფორმაციო სესია და 50-ე შერეული შეხვედრა გალში
გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში მორიგი, რიგით 50-ე შერეული შეხვედრა დასრულდა. სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის კახაბერ ქემოკლიძის ინფორმაციით, ქართულმა მხარემ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი დააყენა, მათ შორის, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები. მისივე ცნობით, შეხვედრის დაწყებამდე გალში გაეროს ინიციატივით, არაფორმალური საინფორმაციო სესია გაიმართა, რომელშიც უცხოელი ექსპერტები მონაწილეობდნენ. ქემოკლიძის ინფორმაციით, შეხვედრაზე უცხოელმა ექსპერტებმა მონაწილეებს კონფლიქტურ რეგიონებში კრიმინალთან არსებული ბრძოლის გამოცდილება გაუზიარეს. რაც შეეხება შერეული შეხვედრის დეტალებს, გალში დღეს გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯი ოღლის გათავისუფლების საკითხი და ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქეების თემაც განიხილეს. „ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული კანჯი ოღლის საკითხს ლოგიკური გაგრძელება არ მოჰყოლია. ის აუცილებლად უნდა წარსდგეს ქართული მართლმსაჯულების წინაშე. გარდა ამისა, ვისაუბრეთ ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკევთის ბრალდებით მიმდინარე წელს დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებზე. შემიძლია გითხრათ, რომ ცენტრალური მთავრობა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურად ვმუშაობთ, რომ უმოკლეს ვადაში გათავისუფლდნენ უკანონო პატიმრობიდან“, - განაცხადა ენგურის ხიდზე ქემოკლიძემ.ე.წ. აფხაზურმა მხარემ ასევე დაადასტურა 16 ოქტომებრს კობა ოჯუყავას დაკავების ფაქტი, რომელიც აფხაზეთის ე.წ. მთავრობის წარმომადგენლის ცნობით, 2000 წელს მომხდარი სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის დააკავეს. ის ამჟამად გალის იზოლატორში იმყოფებდა. "განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ცხელი ხაზის ეფექტურ ოპერირებას, რომელიც ყველაზე წარმატებული მექანიზმია, რომელიც ჟენევის დისკუსიების ფარგლებში. იყო გარკვეული შეფერხებები ამ მხრივ და მონაწილეებს მოვუწოდეთ, რომ აუცილებელია მათი მყისიერი გამოსწორება. ინფორმაცია, რომელიც ცხელი ხაზის მეშვეობით იქნება გაზიარებული, უნდა იყოს ფაქტებზე დაფუძნებული და ინფორმაციის გაცვლის მხრივ შეიქმნა გასული თვის განმავლობაში გარკვეული პრობლემები", - აღნიშნა ქემოკლიძემ. შემდეგი შეხვედრა 28 ნოემბერს გაიმართება. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
როგორ გავუმკლავდეთ სტრესს "ცუდი სცენარების ანალიზის" მეთოდის...
flowmaster.online / ფლომასტერი
საქორწინო ბეჭდების სერია " მინი "
Maks - მეირ შავიტის საიუველირო VIP სალონი
შეხვედრა ვაქცინაციის თემაზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
წალეკა საინფორმაციო ველი ფეიკ-ნიუსებმა - გია ვოლსკი
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
ფინანსურ ორგანიზაციებთან ურთიერთობა და ფინანსური გადაწყვეტილ...
Finedu
ვებინარი დამწყები მიკრო და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებისათ...
Finedu
მაია ქურციკიძე - UNICEF-ის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანე...
Euronews Georgia
სტიპენდიატთა ყოველწლიური ფორუმი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster