ზუგდიდის ბაზარში ენგურის ხიდის ჩაკეტვის გამო ვაჭრობის მკვეთრ შემცირებას უჩივიან
ზუგდიდის ცენტრალური ბაზრის მოვაჭრეები მყიდველების ნაკლებობას უჩივიან და ამას ენგურის ხიდის გადაკეტვას უკავშირებენ. მოვაჭრეების მტკიცებით, ვაჭრობა მკვეთრად სწორედ მას შემდეგ შემცირდა, რაც ოკუპირებული გალიდან ადამიანები საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ვეღარ გადმოდიან. „ისედაც მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა და რაც ხიდი დაიკეტა, ხალხი ვეღარ ვაჭრობს, ვეღარ შემოდის, ფულის ბრუნვა არ არის და ძალიან დაგვეტყო. რაც ჩაიკეტა, სრულებით ვერ ვხედავთ ხალხს”, - გვითხრეს მოვაჭრეებმა. ისინი ამბობენ, რომ მათზეც ე.წ. საზღვრის გადაკეტვა თითქმის ისევე უარყოფითად აისახება, როგორც გალში მცხოვრებ მოსახლეობაზე. „ერთ კვირაზე მეტია, ხალხი არ დადის. ისინი უფრო მეტად ყიდულობენ ხოლმე. მე რა რაოდენობის საქონელსაც ერთ დღეში ვყიდდი, ახლა ოთხ დღეში მეყიდება“, - თქვა საქონლის ხორცით მოვაჭრემ ვახო ჯიგანიამ. ისინი გამოსავალს ენგურის ხიდზე გადაადგილების შეზღუდვის მოხსნაში ხედავენ. იმ დროს, როცა ზუგდიდის ბაზარში, როგორც აქ მომუშავე ადამიანები ამბობენ, მყიდველების თითზე ჩამოთვლა შეიძლება, მკვეთრად აიწია პროდუქტზე ფასებმა გალის ბაზარში. ეს ერთ-ერთია იმ მიზეზებს შორის, რის გამოც გალის მცხოვრებლებმა დღეს ენგურის ხიდის დაკეტვა გააპროტესტეს. იმას, რომ ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვის გამო ოკუპირებულ ტერიტორიებზე რთული ვითარებაა, ადასტურებს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი და დე ფაქტო მთავრობებს მოუწოდებს, საკუთარ გადაწყვეტილებებს გადახედონ. „ეს არაჰუმანურია, არავის ინტერესებს არ ადგება და დამერწმუნეთ, ამ რეგიონების მოსახლეობა ძალიან წუხს. ჩვენ არაერთი მომართვა გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ მოსახლეობას საკვებ პროდუქტებზე წვდომის პრობლემა აქვს... მოსახლეობის ნაწილს აქვს შეზღუდული წვდომა ვაჭრობაზე, რაც მათი ოჯახებისა და დანარჩენი მოსახლეობისათვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - თქვა მინისტრმა. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ უსაფრთხოების სამსახურმა შეზღუდვები 10 იანვარს, ორი თვით, დააწესა. ამის მიზეზად საქართველოს ტერიტორიაზე არასახარბიელო ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დასახელდა. ენგურის ხიდზე გადმოსვლას ამ დროისთვის მხოლოდ ენერგეტიკოსები და მძიმე ავადმყოფები ახერხებენ. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati Google+: https://plus.google.com/u/1/ Twitter: / atinati1059 Instagram: / radioatinati1059fm
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
აფხაზეთიდან ხალხი რომ გადმოდიოდა, მაშინ გვქონდა კარგი მუშაობ...
Radio Atinati
ყველაფრის ფასმა მოიმატა და ხალხი ვერ ყიდულობს - მარინა მებონ...
Radio Atinati
გულო ბენდელიანის კომენტარი
Radio Atinati
ზუგდიდის ბაზარში კორონავირუსთან დაკავშირებით ზომები გაამკაცრ...
Radio Atinati
ზუგდიდის ბაზარში სააკაშვილის კალენდრები დაარიგეს
MULTIMEDIA GE
რა დაჯდება წელს საახალწლო სუფრა
Radio Atinati
ზუგდიდის ბაზარში ბაქრაძის მხარდამჭერები ჭარბობს
mishiko pipia
ზუგდიდის ბაზარში სააღდგომოდ ხალხის სიმცირეს უჩივიან
Radio Atinati