აფხაზეთიდან ხალხი რომ გადმოდიოდა, მაშინ გვქონდა კარგი მუშაობა - მანანა კურდღელია
02/25/2021
Radio Atinati-ის
მიერ
კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების მიუხედავად, ზუგდიდის აგრარულ ბაზარში მომხმარებელთა ნაკლებობაა.
აქ მომუშავე ადამიანები მყიდველების სიმცირეზე საუბრობენ და მიიჩნევენ, რომ პანდემიაზე მეტად ისინი ენგურის ხიდის ჩაკეტვამ დააზარალა.
\"აფხაზეთიდან ხალხი რომ გადმოდიოდა, მაშინ გვქონდა კარგი მუშაობა. ძირითადად, გალის მოსახლეობა რომ შემოდიოდა, 2-3 ყველი მიჰქონდათ, ვმუშაობდით ყველა, ეტყობოდა ხალხს. არამხოლოდ ჩვენ, მთელ ბაზარს. ხალხს ფული არ აქვს, ხშირად საქონელი გვიფუჭდება. მე პირადად დილიდან მოვედი და აგერ 2-ის ნახევარია, 2 ყველიც არ მაქვს გაყიდული\", - გვეუბნება მანანა კურდღელია, რომელიც 17 წელია ბაზრის ყველის სექციაში მუშაობს.
გვიყვება, რომ პანდემიის გამო \"ცენტრალური სუპერმარკეტის\" ადმინისტრაციამ მათ გარკვეული შეღავათები დაუწესა, თუმცა პროდუქციის შესასყიდი ღირებულება გაძვირდა, რაც მდგომარეობას დღითიდღე ართულებს.
\"ვერ უარვყოფთ, პატივი გვცეს, მაგრამ გვირჩევნია, მუშაობა იყოს და იჯარა გადავიხადოთ. ყველაფრის ფასი იზრდება, ცუდ დღეში ვართ, ძალიან გვიჭირს. პანდემია გასაგებია, მაგრამ სანამ ზოგადი სიტუაცია არ დალაგდება, არაფრის მომცემი არაა ჩვენთვის ახალი დღე. არც ქარხანაა, არც საწარმო, 53 000 ადამიანი რომ გერმანიაში წასვლაზე მოაწერს ხელს, ნორმალურია? რამე რომ ამუშავდეს, ეს ხალხი აქ იმუშავებს. ქალაქი დაცლილია, აგერ რამდენი ხანია აქ ხართ? ვისთან ხედავთ მყიდველს, ვის გაეყიდა რამე?\", - გვეუბნება მანანა და გვერდით დახლებისკენ მიგვითითებს.
ოჩამჩირელი მარინა მებონია დევნილობის შემდეგ, თითქმის, 30 წელია, ბაზარში მუშაობს. მეტწილად მწვანილს, ზაფხულობით კი კიტრსა და პომიდორს ყიდის. გვეუბნება, რომ ზუგდიდის ბაზარში ასეთი ცუდი პერიოდი არ ახსენდება.
\"ხალხი არ მოდის, საქონელიც ძვირად შემოდის, ვერ ყიდულობს მოსახლეობა. დღეს 5 ლარია, ხვალ 6-7... ენგურის ხიდის ჩაკეტვამ გვაზარალა. იქაური ხალხი გადმოდიოდა, საბითუმოდანაც გაჰქონდათ, ჩვენგანაც მიჰქონდათ, რეალიზაციას კარგად ვახერხებდით, ახლა არაფერია. რომ გახსნეს, ვინც გადმოვიდა, ყველა კარანტინში გაუშვეს, როგორ მოვიდოდა აქ?\", - გვითხრა მან.
განახევრებულ ვაჭრობასა და გაზრდილ საბანკო ვალდებულებებზე წუხს 70 წლის გულო ბენდელიანი. პროფესიით სამთო ინჟინერი, რომელმაც წლების განმავლობაში ტყვარჩელის მაღაროებში იმუშავა, მიიჩნევს, რომ პენსიის თანხით მას მედიკამენტების ყიდვა უნდა შეეძლოს და თავის სარჩენად ბაზარში მუშაობა არ უნდა სჭირდებოდეს.
\"ბანკის ვალები გვაქვს, იძულებულები ვართ, ფაქტობრივად, აქ ვიყოთ. ვწვალობ, ჯერ შეზღუდვების გამო სოფლიდან ქალაქში მოსვლა რამდენი გვიჯდებოდა, ხან გამვლელებს მოვყავდით, იქით ტაქსით მივდიოდით. განახევრებულია ვაჭრობა, არ აქვს ხალხს, მოხუცები მოდიან თითო კარტოფილს და თითო ხახვს ყიდულობენ. გაჭირვება გაჭირვებას ემატება. თუ დღეში ხანდახან 200 ლარს ვვაჭრობდით, ახლა 100 ლარიც არა გვაქვს. გალიდან გადმოსულებს მთელი კვირის მარაგი მიჰქონდათ ხოლმე, ძალიან უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა. პენსიონერები რომ გამოუშვეს, 2-3 დღე დაგვეტყო ცოტა. უნდა შეიცვალოს მთავრობა და ხალხისადმი მიდგომა. აი, პანდემიის დროს ნებისმიერ ქვეყანაში სახლში ყოფნისთვის გადაიხადეს ფული, 1000 დოლარები ... ჩვენ ვინ დაგვეხმარა? საცოდაობა არაა აქ მწვანილს ვყიდდე? არ უნდა მქონდეს იმდენი პენსია, რომ დავჯდე სახლში? წამლის ფულად მაინც გვყოფნიდეს პენსია\", - ამბობს ჩვენი რესპონდენტი.
სხვა მოვაჭრეების მსგავსად გალიდან დევნილი იამზე ბულიაც გვეუბნება, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავება ბაზრის მომხმარებელთა რაოდენობაზე არ აისახა. პენსიონერი, რომელიც ზუგდიდის ბაზარში სანელებლებს ყიდის, ყველაზე მეტად ბანკში წინსწრებით აღებული პენსიის გამო ნერვიულობს.
\"მორალურად დაცემულია ხალხი, არ ვიცი, ფაშისტები თუ მოგვექცეოდნენ ასე. 150 ლარი უნდა გადავიხადო, არც პირველი პანდემიის პირობებში უპატიებია მთავრობას, არც მეორე ჩაკეტვის დროს. პენსია 18 თვიანი აღებული მაქვს და 2026- ში ასრულებო გადახდას. არავის უკითხავს, გადავადება მინდოდა თუ არა... თუ ადგილის ფულს არ გადავიხდი, სახლში უნდა წავიდე, იქ 100 წლის დედა მყავს, შშმ შვილი, ობოლი შვილიშვილი და რითი გამოვკვებო? დღეში ვვაჭრობთ 11-12 ლარს\", - გვეუბნება იამზე ბულია.
კორონავირუსი გადაიტანა და ბაზარში ჩვეულ ადგილს დაუბრუნდა 70 წლის გოგონა ცაავამ, რომელიც, სამი ათეული წელია, სასურსათო პროდუქციით ვაჭრობს. იჯარის 350 ლარის გადახდა უჭირს, თუმცა უსაქმოდ ყოფნას, როგორც თვითონ უწოდებს, \"სახლში 2 კაპიკის მიტანა\" ამჯობინა.
\"ხიდი ჩაიკეტა, ხალხს იქით პროდუქტი მიჰქონდა. იკლო მომხმარებლების რაოდენობამ, სოციალურს იღებდნენ, პენსიას და ის 2-3 დღე ძალიან გვეტყობოდა ხოლმე. დადექით აქ ნახევარი საათი, ნახეთ, მოვა თუ არა ვინმე. ჩვენი მოთხოვნა არის, რომ გაიხსნას გალის გზა. ამის ინტერესი არავის არ აქვს, აქაური გუბერნატორი და მერი ვერ გადაწყვეტენ ამას. ყველამ უნდა იბრძოლოს ამისთვის\", - ამბობს გოგონა ცაავა.
პანდემიის გამო თითქმის ერთი წლის წინ ჩაკეტილი ენგურის ხიდის გამშვები პუნქტი მხოლოდ გარკვეული კატეგორიის პირებისთვის 11 თებერვლიდან გაიხსნა. მიმოსვლა მრავალშვილიან ოჯახებს, სოციალურად დაუცველებსა და შშმ პირებს შეუძლიათ. მანამდე, \"ჰუმანიტარული დერეფანი\" ცალმხრივად, აფხაზეთის მიმართულებით, რამდენჯერმე გახსნეს.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI
Twitter: https://twitter.com/Atinati1059
Instagram: https://www.instagram.com/radioatinat...