ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა აფხაზეთის ანექსია ენგურის ხიდზე დაგმო

11.06.2017 01:27

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი ენგურის ხიდზე არსებულ ვითარებას გაეცნო. ის ოკუპირებული აფხაზეთიდან მოქალაქეების გადაადგილების პროცესსაც დააკვირდა. მასთან ერთად იმყოფებოდა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონიაც, რომელმაც ლინკევიჩუსს რეგიონში არსებულივითარება გააცნო. „სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ადამიანებს ნორმალური ცხოვრების საშუალება არა აქვთ. დასანანია ის საერთაშორისო დანაშაული, რომელსაც აქ ვხედავთ, ეს არის დამოუკიდებელი სახელმწიფოს ანექსია. ხალხის, საზოგადოების შუაზე გახლეჩა. ის დაბრკოლებები, რომელსაც უქმნიან ადამიანებს ჩემი შეფასებით ძალიან ცუდი სანახავია. რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ მეზობელი სახელმწიფოს ტერიტორიების მითვისება არ დარჩება რეაგირების გარეშე. საერთაშორისო ბერკეტი არის არ აღიარების პოლიტიკა, რომელიც უნდა გაგრძელდეს ფინანსური, პოლიტიკური და სხვა ასპექტებით. ეს პოლიტიკა უნდა იყოს თანმიმდევრული და უნდა გაგრძელდეს მანამდე, სანამ სიტუაცია მოგვარდება“, - განაცხადა ლინას ლინკევიჩიუსმა ენგურის ხიდზე. ცნობისთვის, მანამდე ლინკევიჩმა გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ხურჩაში გაუქმებული ე.წ. გამშვები პუნქტიც დაათვალიერა. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook:   / rado.atinati.  . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

გიორგი გახარია ლიტვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
01:03

გიორგი გახარია ლიტვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი კადეტთა სამხედრო ლიცეუმში
01:38

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი კადეტთა სამხედრო ლიცეუმში

თავდაცვის სამინისტრო

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი და გუბერნატორი ენგურის ხიდზე
02:44

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი და გუბერნატორი ენგურის ხიდზე

სამეგრელო- ზემო სვანეთის მხარე

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი - საქართველოს აქვს ყველა ბერკეტი, გახდეს ნატო-ს წევრი
05:30

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი - საქართველოს აქვს ყველა ბერ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი კადეტთა სამხედრო ლიცეუმში 17.06.2015
01:37

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი კადეტთა სამხედრო ლიცეუმში 17...

Tv Dia

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი სამეგრელოში [პირველი არხი]
01:34

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი სამეგრელოში [პირველი არხი]

სამეგრელო- ზემო სვანეთის მხარე

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი \"სტარვიზიის\" ექსკლუზიურ ინტერვიუში
10:33

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი "სტარვიზიი...

STV Star FM93,9

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი სამეგრელოში [იბერია TV]
01:11

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი სამეგრელოში [იბერია TV]

სამეგრელო- ზემო სვანეთის მხარე

ყველა ვიდეო