გალის მცხოვრები: საზღვარი ყველასთვის გახსნილია
ენგურის ხიდზე საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა. დღეიდან ორმხრივი მიმოსვლა შეუფერხებლად მიმდინარეობს, ამის შესახებ რადიო „ათინათს“ გალის რაიონის მცხოვრებლებმა უთხრეს. „საზღვარი ყველასთვის გახსნილია, არანაირი თანხა არ არის გადასახდელი“, - აღნიშნა გალიდან მომავალმა მოქალაქემ. აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით, 22 ნოებრიდან ადმინისტრაციულ საზღვარზე შეზღუდვები დაწესდა, აფხაზეთიდან სამეგრელოს მიმართულებით მხოლოდ ქალებს და ბავშვებს ატარებდნენ. მამაკაცებს კი ოკუპირებული ტერიტორიის დატოვების უფლებას არ აძლევდნენ. აღნიშნული ზომები, სავარაუდოდ, სოხუმში 22 ნოემბერს მომხდარ მკვლელობას უკავშირდებოდა. ცნობისთვის, სოხუმის ცენტრში ატეხილი ორმხრივი სროლის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, სამი კი დაიჭრა, მათ შორის ახალგაზრდა ქალი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Twitter: https://twitter.com/Atinati1059 Instagram: //www.instagram.com/radioatinati1059fm/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ღამის მთავარი 13/04/2021 - II ნაწილი
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
პარტია „არჩევანი სამშობლოსთვის“ განცხადებას ავრცელებს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ ენგ...
odishitv
გალის რაიონის მკვიდრი - ლიანა ზაქარაია
Radio Atinati
სოფელ შამგონადან გატაცებული ოკუპირებული გალის იზოლატორში რჩე...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სუბარი ე.წ. ფორმა 9-ის გაუქმებაზე: არ აქვს მნიშვნელობა, რა ს...
Radio Atinati
საქველმოქმედო განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გატაცებულის ოჯახის მოთხოვნა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster