გალის რაიონის მკვიდრი - ლიანა ზაქარაია
#ენგურისხიდი #გამყოფიხაზი #Engurisxidi ერთ-ერთი მათგანი, გალის რაიონის სოფელ თაგილონში მცხოვრები 71 წლის ლიანა ზაქარაია დაგვთანხმდა ჩაწერაზე და მოგვიყვა, რომ გალიდან პენსიის ასაღებად გადმოვიდა, ცოტა ხანში თანხის მიღებისთანავე კი უკან უნდა დაბრუნდეს. ამბობს, რომ პანდემიამდე საზღვრის კვეთას ოჯახის წევრების მოსანახულებლად და სხვადასხვა საჭიროებისთვის ხშირად ახერხებდა. ახლა კი ენგურს გამოღმა მცხოვრებ ოჯახის წევრებს ტელეფონის საშუალებით უკავშირდება. ახლახან ნათესავი გარდაეცვალათ, ოჯახის წევრებმა მიცვალებული დისტანციურად დაიტირეს. ,,ტელეფონით ვუკავშირდები ჩემებს, ტელეფონის ანგარიშზეც ფულს ისინი მირიცხავენ, რადგან აქ არც არის ჩასარიცხი აპარატი. 46 წლის ახლობელი კაცი გარდაგვეცვალა და დამ მისი ძმა ვერ დაიტირა, ბიძაშვილმა ვერ დაიტირა და ტელეფონით ტიროდნენ. სიკვდილის მეტი არაფერი არ ხდება ჩვენთან... თავისუფლად გადმოვედი, პენსიის ასაღებად ვარ მოსული აქ, რიგში ვდგავარ, ძალიან გვიჭირდა და სულზე მოგვისწრო ამ პენსიამ, ეს პენსია რომ არ იყოს, იქით რასაც ვიღებთ (500 რუბლი) ის არც გვყოფნის, აქაური დახმარებებით ვსულდგმულობთ, ძალიან გვიჭირს. ოჯახის წევრები, შვილები, შვილიშვილები ყველა ზუგდიდში მყავს, ჩვენ თითქმის მოხუცები ვართ გალში დარჩენილები, აქ ახალგაზრდებისთვის არავითარი პერსპექტივა არ არის,“- ამბობს გულისტკივილით ლიანა ზაქარაია. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati Twitter: / atinati1059 Instagram: / radioatinat. .
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ტრაგიკული შემთხვევა საოკუპაციო ხაზთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გლოვის დღე საქართველოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სოფელ ხურჩის მიმდებარედ, დაკავებული საქართველოს სამივე მოქალ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გალში მცხოვრებლები არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად აქტიურა...
Radio Atinati
გალის რაიონის სოფლებში ქართული სახელმძღვანელოები იკრძალება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გალის რაიონის ჰუმანიტარული კრიზისი
Democracy Research Institute DRI
გალის რაიონის მცხოვრებლები
Livepress. ge
გალის რაიონის მთავარი ექიმის სკანდალური განცხადება
espersona / ეს პერსონა