ქალაქის მერიაში ირაკლი გოგოხიამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ 2016 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა. მან დეტალურად ისაუბრა ყველა სამსახურის საქმიანობის შესახებ და თითოეული მათგანის ფინანსური მხარე გააცნო საზოგადოებას. მისივე განცხადებით, წელს ბიუჯეტი სტაბილურობით გამოირჩეოდა და წინა წლებთან შედარებით 5 მილიონ ლარზე მეტით გაიზარდა.
სხდომაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ ფრაქციის შენიშვნები გააჟღერა. მისივე თქმით, ამ ერთი წლის განმავლობაში ზუგდიდელები სხვადასხვა სოციალური თუ ინფრასტუქტული პრობლემის წინაშე იყვნენ. ოპოზიციის შეკითხვებში მთავარი აქცენტი კორუფციულ გარიგებებსა და ტენდერებზე გაკეთდა, რომლებიც, მათი თქმით, მერის მოადგილეს გია გულორდავას უკავშირდება.
ზუგდიდის მერის განცხადებით, ყველა შენიშვნა და ბრალდება უსაფუძვლოა. ირაკლი გოგოხიამ მედიასთან აღნიშნა, რომ მთავარი ხარვეზი მათ საქმიანობაში ნაკლები ოპერატიულობაა.
“საკითხის გადაწყვეტას ორი-სამი თვე სჭირდება. არ ხდება ასე ძალიან მარტივად... უფრო ოპერატიულები უნდა ვიყოთ ნამდვილად. უფრო მეტი ბიუჯეტი თუ ექნა ზუგდიდს, მეტ კარგ საქმეს გავაკეთებთ“, - აღნიშნა მან.
სხდომას საკრებულოს წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ფრაქცია „ენმ“-ის წევრების გარდა, საკრებულოს ყველა წევრმა, მერიის ერთი წლის საქმიანობა დადებითად შეაფასა.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI...
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/