საინტერესო ფაქტები ჩერნობილსა და პრიპიატზე ★ ტოპ ფაქტები ★

09/07/2017
ტოპ ფაქტები-ის მიერ

► გამოიწერეთ ჩვენი არხი: https://www.youtube.com/c/TopFaqtebi?...
► ფეისბუქი: https://www.facebook.com/TopFaqtebi
► ინსტაგრამი: https://www.instagram.com/TopFaqtebi
► მაივიდეო: http://www.myvideo.ge/TopFaqtebi
----------
ვიდეოში ვისაუბრებთ 1986 წლის კატასტროფის შემდეგ ევაკუირებული ქალაქ-მოჩვენების, პრიპიატისა და ჩერნობილის შესახებ.
10. სარკოფაგი
2016 წელს, კატასტროფიდან 30 წლის გასვლის შემდეგ, დასრულდა ბეტონისა და ფოლადისგან დამზადებული უზარმაზარი დამცავი სტრუქტურის, სარკოფაგის მშენებლობა, რომლის მიზანიც მეოთხე რეაქტორის გამოსხივების შეჩერებაა. შენობაზე 10 000 ინჟინერი და მეცნიერი მუშაობდა. რაც ყველაზე შთამბეჭდავია, სარკოფაგის კედლებში დისტანციურად მართვადი რობოტი ამწეებია ჩაშენებული.
9. პრიპიატის ცხენები
პრჟევალსკი ცხენების უძველესი ჯიშია, რომელსაც მღვიმეების ცხენსაც უწოდებენ გამოქვაბულის კედლებზე შემორჩენილი უძველეს ნახატებთან მსგავსების გამო. ბევრი სხვა ჯიშისგან განსხვავებით, პრჟევალსკის ცხენი ადამიანს არასდროს მოუშინაურებია. 1960-იან წლებში ისინი თითქმის სრულად გადაშენდნენ და ძირითადად მხოლოდ ზოოპარკებში შემორჩნენ. 1998 წელს ცხენები უკაცრიელ პრიპიატში დაასახლეს, სადაც მათი რაოდენობა ადამიანების ნაკლებობის გამო სწრაფად გაიზარდა. თუმცა, დროთა განმავლობაში მათი რიცხვი ისევ შემცირდა. ვარაუდობენ, რომ მათზე ბრაკონიერები ნადირობენ.
8. ეფექტები ველურ ბუნებაზე
პრიპიატის ბინადარი ველური ცხოველების რაოდენობა ბოლო წლებში მკვეთრად გაიზარდა და ერთი შეხედვით ჩანს, რომ რადიაციას მათზე დიდი გავლენა არ მოუხდენია. თუმცა, უფრო ღრმა შესწავლა საპირისპიროს ამტკიცებს. დაფიქსირებულია გიგანტიზმის შემთხვევები და სხვადასხვა სახის მუტაციები. ყველაზე საყურადღებო კი გაზრდილი აგრესიაა. მგლები, რომლებიც ადამიანებს თავს არიდებენ ხოლმე, ყოველგვარი პროვოკაციის გარეშე ხშირად ესხმიან თავს პრიპიატთან გამწესებულ უკრაინელ სამხედროებს.
7. წითელი ტყე
ჩერნობილის ტრაგედიამ მცენარეებზეც იქონია გავლენა. ტყეში, რომელსაც წითელ ტყედ მოიხსენიებენ, მიწა ათწლეულების განმავლობაში ჩამოცვენილი ფოთლებითა და ხეებითაა დაფარული, რომლებიც არ ლპება, რადიაციის გამო გამქრალი მწერებისა და მიკროორგანიზმების არარსებობის გამო. ხოლო ხეები, რომლებიც ჯერ არ წაქცეულა, შენელებული ტემპებით იზრდება. ასევე გადაშენდნენ პეპლები და ფუტკრები, ხოლო ფრინველებს, რომლებიც რადიაციულ ზონაში ბინადრობენ, ჩვეულებრივ ფრინველებზე ბევრად პატარა ტვინები აქვთ.
6. ჩრდილის ადამიანები
როგორც ხვდებით, იდუმალი ატმოსფეროს გამო პრიპიატი და ჩერნობილი თავგადასავლების მაძიებლებისთვის საკმაოდ მიმზიდველი ადგილია. ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში უამრავი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც ზონაში შეპარული პირების მტკიცებით მათ ადამიანის მსგავსი ჩრდილის ფიგურები დაინახეს. ზოგიერთის მტკიცებით კი ისინი ისე ციმციმებდნენ, როგორც გამოსახულება ტელევიზორის ეკრანზე. 2000-იან წლებში გადაღებული სატელევიზიო გადაცემის თანახმად ჟურნალისტებმა ცარიელ შენობაში თერმული კამერით ადამიანის მოძრავი ფიგურები შეამჩნიეს.
5. შემთხვევა მეოთხე რეაქტორში
ყველაზე უცნაური შემთხვევა ალბათ მაინც 1997 წელს დაფიქსირდა. როდესაც ბირთვულმა ფიზიკოსმა ანდრეი ხარშუკოვმა მეოთხე რეაქტორის სიახლოვეს მუშაობისას სარკოფაგის შიგნიდან განწირული ყვირილი გაიგო. მეცნიერმა ჩათვალა, რომ შენობაში თავგადასავლის მაძიებელი იყო შეპარული, თუმცა იქ ვერავინ აღმოაჩინეს. უფრო მეტიც, მას უთხრეს, რომ შენობაში შესასვლელი ერთადერთი კარი დალუქული იყო და სამი წლის განმავლობაში არ გაღებულა. იმავე საღამოს, როდესაც ხარშუკოვი თავის გუნდთან ერთად ვახშმობდა, მიტოვებულ შენობაში თვალისმომჭრელი შუქი დაინახეს, თუმცა ისევ ვერავინ აღმოაჩინეს.
4. მოსახლეობა აკრძალულ ზონაში
მიუხედავად იმისა, რომ ზონაში დიდხანს ყოფნა აკრძალულია, მოსახლეობის ნაწილს ნება დართეს სახლებში დაბრუნებულიყვნენ. ხანშიშესული ადამიანების ჯგუფი, რომლებსაც „ბაბუშკებად“ მოიხსენიებენ, თავდაპირველად სხვებთან ერთად გამოიყვანეს პრიპიატიდან და მიმდებარე ტერიტორიებიდან და სხვა ქალაქებში შეასახლეს. ცხოვრების ეს წესი მათთვის უცხო აღმოჩნდა და რამდენიმეწლიანი მოთხოვნების შემდეგ, მათ უკან დაბრუნების ნება მისცეს. ამის მიზეზი, გარკვეულწილად, ამ ადამიანების ასაკიც იყო, რადგან ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ ისინი მაინც მალე დაიხოცებოდნენ. როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, დაბრუნებულების დიდ ნაწილს უჩვეულოდ ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრება ჰქონდა.
3. ტურისტები პრიპიატში
2. 20 000 წელი
1. ოცდაათწლიანი ეფექტი
----------
ჩვენი ფლეილისტები:
ადამიანები:    • უჩვეულო ადამიანები  
ავტომობილები და ტრანსპორტი:    • ავტომობილები და ტრანსპორტი  
გეოგრაფია:    • გეოგრაფია  
თამაშები:    • თამაშები  
ისტორია:    • ისტორია  
სპორტი:    • სპორტი  
ფილმები და სერიალები:    • ფილმები და სერიალები  
ცხოველები:    • ცხოველები და მცენარეები

ვიდეოები „ტოპ ფაქტები"-ისგან