#მოამბე 21 საათზე, პირველი მარტი, 2024 #LIVE

01.03.2024 01:06:19

• პარლამენტი ფსევდოლიბერალურ პროპაგანდაზე საკანონმდებლო ინიციატივის ხმაურიანი განხილვისთვის ემზადება - მმართველი გუნდი რეზონანსულ კანონპროექტს ორ კვირაში წარადგენს; ხელისუფლების არგუმენტები და ოპოზიციის წინააღმდეგობა ჯერ კიდევ უცნობ დოკუმენტთან დაკავშირებით
• პატრიარქთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ვნებათაღელვა მოჰყვა - შეფასებას საპატრიარქოც მწვავედ ეხმაურება; მმართველი გუნდი პრეზიდენტს პატრიარქზე თავდასხმასა და ეკლესიის საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს, ოპოზიცია კი კვლავ სალომე ზურაბიშვილის დაცვის რეჟიმშია
• პირველი საკადრო ცვლილება ირაკლი კობახიძის მთავრობაში - ახალი პრემიერის მიერ გათავისუფლებული ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილის თანამდებობიდან წასვლის მიზეზები და სავარაუდო შემცვლელი
• უმძიმესი ვითარება ღაზის სექტორში და შიმშილისა და დაღუპვისთვის განწირული მოსახლეობის დიდი ნაწილი - ჰუმანიტარული კოლონის შესვლით გამოწვეული ტრაგედია რეგიონის ჩრდილოეთით, ურთიერთგამომრიცხავი ვერსიები მომხდარის შესახებ და დასავლეთის გზავნილები

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
EstateHub