#მოამბე 21 საათზე, 13 მარტი, 2024 #LIVE

13.03.2024

• ნაფიც მსაჯულთა გამამტყუნებელი ვერდიქტი და ამნისტიის გათვალისწინებით 12-წლიანი პატიმრობა როინ შავაძის მკვლელობაში ბრალდებულ ყოფილ მაღალჩინოსნებს - მსჯავრდებულთა ოჯახის წევრები თავად ბრალდებულების მიერ არჩეულ მსაჯულებს არაობიექტურობაში ადანაშაულებენ; რეზონანსული საქმის საბოლოო განაჩენი, დეტალები და მხარეთა პოზიციები • კვიპროსში აშშ-ის წარმომადგენლობამ დავით კეზერაშვილი არასასურველ სტუმრად მიიჩნია და ვიზა არ მისცა - საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი სახელმწიფო დეპარტამენტს კოლუმბიის სასამართლოში უჩივის; სარჩელის მიხედვით უარის მიზეზი ფულის გათეთრების საქმე გახდა; „ბიბისის“ მიერ „მისტერ ობშორად“ წოდებული კეზერაშვილის საერთაშორისო დავები და პოლიტიკური შეფასებები • ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის შერბილებას აგრძელებს, რის შედეგადაც 185 ათასამდე მსესხებელს ბანკში ყოველთვიური შენატანი გაუიაფდება და სესხებზე საპროცენტო განაკვეთები დაიკლებს - ქვეყნის ცენტრალური ბანკი რეფინანსირების განაკვეთის საკმაოდ დიდი ბიჯით შემცირებას არსებული დაბალი ინფლაციური მოლოდინებით და ლარის კურსის სტაბილურობით ხსნის; სებ-ის გადაწყვეტილება და სპეციალისტთა შეფასებები • მომავალი სასწავლო წლიდან პირველ კლასში დარეგისტრირებას ის ბავშვებიც შეძლებენ, რომლებსაც 6 წელი პირველ დეკემბრამდე უსრულდებათ - ცვლილებები პირველკლასელთა რეგისტრაციის წესში, თავისუფალი არჩევანი მშობლებს და ფსიქოლოგთა რჩევები ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: