#მოამბე 21 საათზე, 13 მარტი, 2023 #LIVE

13.03.2023 56:35

• პრემიერის ინტერვიუ და პოლიტიკური ინტერპრეტაციები - ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, მოქალაქეთა ნაწილი რუსთაველზე ევროპული კურსის მხარდასაჭერად გავიდა, ნაწილი კი ოპოზიციის დესტრუქციულ გეგმას ახორციელებდა; მთავრობის მეთაური კანონპროექტის გაწვევის მიზეზზე საუბრობს და აცხადებს, რომ გადაწყვეტილების ყველა ეტაპზე პროცესებში პირადად იყო ჩართული
• ევრორეკომენდაციებზე ერთობლივი მუშაობისკენ დასავლეთის მოწოდების მიუხედავად, ოპოზიციის ნაწილი ცდილობს, კანდიდატის სტატუსისთვის მუშაობა ხელისუფლების შესაცვლელად ბრძოლას დაუკავშიროს და მთავარ ამოცანად ხელისუფლების შეცვლას ასახელებს - სამუშაო ჯგუფებში ჩართული პარტიები ოპოზიციის ნაწილის ვიწრო პარტიულ ინტერესებზე საუბრობენ
• საპროტესტო აქციები მოლდოვაში, ვითარება ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში და მხარეთა პოზიციები - ადგილობრივი პოლიციის ცნობით, 77 დაკავებულ დემონსტრანტს შორის 24 არასრულწლოვანია; ოპოზიცია პრეზიდენტ სანდუს საპროტესტო აქციების ჩახშობის ბრალდებით აკრიტიკებს
• 100 დღე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატამდე - უეფას 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი საქართველოა; ქვეყნის სამი დიდი ქალაქი ჩემპიონატის ჩატარებისთვის ემზადება

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
BacklinkLog