#მოამბე 21 საათზე, 16 მარტი, 2023 #LIVE

16.03.2023 01:00:45

• ვანო მერაბიშვილი უკრაინულ არხთან ინტერვიუში ქართული საზოგადოების უმადურობის ფენომენზე საუბრობს და უახლოეს მომავალში ხელისუფლების შესაცვლელად მასშტაბურ პროტესტს ელოდება - ყოფილი ძალოვანის პოლიტიკური რეინკარნაციის მცდელობა, განსხვავებული პოზიციები „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში და ოპოზიციის გეგმები • მოლდოვაში საპროტესტო აქციები გრძელდება - ქვეყნის დედაქალაქში გამართული აქციის მონაწილეები ხელისუფლებას ზამთარში დაგროვილი გადასახადების სრულად დაფარვას სთხოვენ - დაკავებული დემონსტრანტები, შეზღუდული მოძრაობა კიშინიოვის ქუჩებში და მხარეთა პოზიციები • ბოლო რამდენიმე დღეში კიდევ ერთი ბანკი გაკოტრდა, რომელიც აშშ-ის ერთ-ერთი უდიდესი ბანკი იყო - კრიზისი მსოფლიო საფინანსო ბაზარზე, უმსხვილესი ბანკების ჩამოშლის მიზეზი და მოლოდინები; სპეციალისტები აცხადებენ, რომ მსოფლიოში შექმნილი კრიზისი ქართული საბანკო სექტორის მდგრადობას საფრთხეს არ უქმნის • საქართველოს „ევროვიზია 2023“-ზე ირუ ხეჩანოვი წარადგენს - საკონკურსო სიმღერის ვიდეო რგოლის პრემიერა პირველი არხის ეთერში, შემოქმედებითი ჯგუფის მოლოდინი და წარმატებული მომღერლის გზა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მუსიკალური კონკურსის დიდ სცენამდე ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: