#მოამბე 21 საათზე, 15 მარტი, 2024 #LIVE

15.03.2024 01:07:51

• მინისტერიალი ბაქოში და რეგიონის სამი ქვეყნის, საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის პირველი დიპლომატების შეხვედრა - „შუა დერეფნის“ მომავალი და სავაჭრო-ენერგეტიკული პროექტები; სამშვიდობო შეთანხმების პერსპექტივა სომხეთ-აზერბაიჯანს შორის და მსჯელობა რეგიონში ხანგრძლივი სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. „მოამბე“ ბაქოდან • ხუთი მოსამართლე უზენაესი სასამართლოს ოფიციალური განცხადების საწინააღმდეგო პოზიციას აფიქსირებს და „ვეტინგის“ მოდელს სრულად იზიარებს - მმართველი გუნდი აცხადებს, რომ მოსამართლეთა აღნიშნული ჯგუფი „ნაციონალური მოძრაობისგან“, თუ მესამე სექტორისგან დავალებულია და მათი პოლიტიკური დღის წესრიგით მოქმედებს; მხარეთა პოზიციები • ღაზას სექტორში გასულ ღამეს ჰუმანიტარული დახმარების მოლოდინში 29 პალესტინელი დაიღუპა, 155 კი დაშავდა - ისრაელი თავდასხმასთან კავშირს უარყოფს და მომხდარში „ჰამასს“ ადანაშაულებს; აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერი ისრაელში არჩევნების ჩატარების მოწოდებით გამოდის, რასაც თელ-ავივი მწვავე განცხადებით პასუხობს • 150 000 პენსიონერს საპენსიო სესხის საპროცენტო განაკვეთი საშუალოდ 6%-ით შეუმცირდა - ცვლილება სასესხო ხელშეკრულებებში ავტომატურად აისახება და პენსიონერებს ბანკში მისვლა არ მოუწევთ; საპროცენტო განაკვეთების ეტაპობრივი კლების ტენდენცია და შეფასებები ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: