#მოამბე 21 საათზე, 15 მარტი, 2023 #LIVE

15.03.2023 01:02:34

• ვენეციის კომისიის დასკვნა ორ კანონპროექტზე - საერთაშორისო ორგანიზაციიდან მიღებული შეფასებები და ქართული პოლიტიკური სპექტრის მიერ განსხვავებულად წაკითხული რეკომენდაციები • ევროპარლამენტის დებატები თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით - ევროდეპუტაციის ნაწილი ქართველი ხალხის და ხელისუფლების მიზნებს მიჯნავს, ნაწილი კი ევროპას საქართველოსადმი მიდგომას უწუნებს და უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტის დაგმობის გამო ევროკავშირს ფარისევლობაში ადანაშაულებს • შავ ზღვაში ჩამოგდებული ამერიკული სადაზვერვო დრონი და აშშ-რუსეთის ურთიერთბრალდებები - თეთრი სახლი აცხადებს, რომ უპილოტო თვითმფრინავის ჩამოგდება რუსული თვითმფრინავის მიერ მიყენებული დაზიანების შემდეგ მოუწიათ, კრემლი კი ინციდენტს პროვოკაციას უწოდებს, რომლის მიზანიც რუსეთის დადანაშაულება იყო • თბილისის მერია საკრებულოს წარუდგენს ისტორიულ უბნებში არსებული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლება-რეაბილიტაციის ორ პროგრამას, რომელმაც ათასობით ავარიული სახლის პრობლემა უნდა მოაგვაროს - გეგმის დეტალები და ბიზნეს-სექტორის პოზიცია ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: