#მოამბე 21 საათზე, 5 მარტი, 2024 #LIVE

05.03.2024

• პრეზიდენტის კიდევ ერთი ვეტო მმართველი გუნდის მიერ მიღებულ კანონზე - დაწუნებული ცვლილებები საარჩევნო კოდექსში და ვეტოთი გამოხატული პოლიტიკური პოზიცია; ხელისუფლების ოპონენტები პრეზიდენტის შენიშვნებს სრულად იზიარებენ, მმართველი გუნდი კი გადაწყვეტილებას სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო სტრატეგიად მიიჩნევს • მელია არჩევნებში მაჭუტაძის პარტიის ნომრით იბრძოლებს და სავარაუდო პარტნიორებად ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ ძველ სახეებს ირჩევს, რასაც მმართველი გუნდი სააკაშვილის პარტიისგან იმიტირებულ დისტანცირებას უწოდებს - ოპოზიციის ნაწილს დამოუკიდებლად ბრძოლის ამბიცია აქვს, ნაწილი კი დიდი ერთობის აუცილებლობაზე საუბრობს, თუმცა გაერთიანება ამ დრომდე ვერ ხერხდება • უმძიმესი ჰუმანიტარული ვითარება ღაზის სექტორში - სამხედრო ოპერაციებით განადგურებული ინფრასტრუქტურა, საკვების, წყლისა და მედიკამენტების გარეშე დარჩენილი მშვიდობიანი მოქალაქეები და უშედეგოდ მიმდინარე მოლაპარაკებები ცეცხლის შესაწყვეტად • აბრეშუმის მუზეუმის რეაბილიტაცია - ოთხ მილიონ ლარზე მეტი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის აღსადგენად, მიმდინარე სამუშაოები და უნიკალურ შენობაში დაცული მრავალფეროვანი კოლექცია ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: