#მოამბე 21 საათზე, 14 მარტი, 2024 #LIVE

14.03.2024 01:03:40

• სასამართლოში ვეტინგის სისტემის დანერგვას ოპოზიციასთან ერთად ახლა უკვე არასამთავრობოთა ნაწილიც ითხოვს, რასაც პრემიერი კონსტიტუციასთან შეუსაბამოს უწოდებს და უარით პასუხობს - მმართველი გუნდი მოთხოვნას დამოუკიდებელ ინსტიტუტებზე თავდასხმად აფასებს, პარლამენტის თავმჯდომარე კი დონორი ორგანიზაციების პასუხისმგებლობაზეც საუბრობს
• „ნაციონალური მოძრაობა“ აქცენტის სოციალურ საკითხებზე გადატანის სტრატეგიას განაგრძობს - ოპონენტთა ტაქტიკის მიღმა მმართველი გუნდი პიარ-ტექნოლოგ როზნერის და სოლიდური თანხებით დაფინანსებული კამპანიის კვალს ხედავს, ოპოზიციის ნაწილი კი ლგბტ პროპაგანდაზე პოზიციის დაფიქსირებიდან გაქცევის მცდელობაზე საუბრობს
• სამტრედიის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში ძლიერი აფეთქების სავარაუდო მიზეზად ბუნებრივი აირის გაჟონვა სახელდება - დაზარალებული ოჯახები დიდუბის რაიონის გამგეობამ დროებით სასტუმროებში გადაიყვანა; კორპუსის გამაგრება-მოწესრიგებას დედაქალაქის მერია უზრუნველყოფს; საქმეზე მიმდინარე გამოძიება და თვითმხილველთა პოზიციები
• ერევანი საგარეო ვექტორის გაძლიერებას დასავლეთში ცდილობს, რასაც ევროპარლამენტი რეზოლუციით ეხმიანება და სომხეთისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობაზე საუბრობს - ერევნის პოზიციონირებას კრემლი უარყოფითად აფასებს; აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებამდე სომხეთში სტაბილური მშვიდობის საკითხი კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
GM Sunshine