#მოამბე 21 საათზე, 6 მარტი, 2024 #LIVE

06.03.2024 01:06:25

• ქართული სასამართლოს მიერ მსჯავრდებული ზურაბ ადეიშვილი ბუნდესტაგის საპატიო ლოჟაში და შეხვედრები ევროპაში - თბილისი ბერლინისგან განმარტებებს ელის, ოპოზიცია კი ადეიშვილის მიმართ გამოტანილ განაჩენებს არ ენდობა; ადეიშვილის ევროპული ვოიაჟები უკრაინული პასპორტით და ხელისუფლების ოპონენტთა ორმაგი სტანდარტი ქართული მართლმსაჯულების მიმართ • უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება, მმართველი გუნდი ცესკო-ს მიმართ შტურმზე საუბრობს და სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ნიადაგის მომზადებად აფასებს, რათა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა მოკავშირე პარტიებმა არჩევნები კვლავ არ აღიარონ - პოლიტიკური შეფასებები • აშშ-ში გამართული სუპერსამშაბათი და ყველაზე პროგნოზირებადად შეფასებული პრაიმერიზის შედეგები - დონალდ ტრამპის მთავარი მეტოქე ნიკი ჰეილი საარჩევნო რბოლას წყვეტს; „რესპუბლიკური პარტიის“ თითქმის ყველა პრაიმერიზში გამარჯვებული ტრამპი ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს აკრიტიკებს, ჯო ბაიდენი კი ოპონენტს ქვეყნის დემოკრატიისთვის ეგზისტენციალურ საფრთხედ მიიჩნევს • ჯანსუღ კახიძის ხსოვნის საღამო თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში - დიდი დირიჟორისა და კომპოზიტორის მდიდარი მემკვიდრეობა, შვილის მიერ მშობლების მიმართ მადლიერების ნიშნად შექმნილი „რეკვიემი“ და შემოქმედებითი გუნდის სამზადისი ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: