#მოამბე 21 საათზე, 8 მარტი, 2024 #LIVE
• ევროკავშირის წარმომადგენლობა ადეიშვილის ბრიუსელში ვიზიტს მის უკრაინულ დელეგაციაში ყოფნით ხსნის და სხვა ბრალდებებს დეზინფორმაციად მიიჩნევს, „ქართულ ოცნებას“ კი ევრორეკომენდაციების შესრულების ვალდებულებას ახსენებს - დასავლეთის პასუხი თბილისს და ქართული პოლიტიკური სპექტრის შეფასებები • ლევან ხაბეიშვილი საარჩევნო პიარსტრატეგიის ფარგლებში მაღალ ფასებზე საუბარს განაგრძობს და ინფლაციასა და სოციალური ფონის გაუარესებაში ხელისუფლებას ამჯერად, მეზობელი თურქეთიდან ადანაშაულებს - მმართველი გუნდი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ტაქტიკა ჯერემი როზნერის სტრატეგიიდან მომდინარეობს და ე.წ ფსევდოლიბერალური პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხიდან ყურადღების გადატანას ემსახურება • კონგრესისადმი ყოველწლიური ანგარიში ბაიდენმა წინასაარჩევნო გზავნილების გასაჟღერებლად და მთავარი ოპონენტის, ტრამპის კრიტიკისთვის გამოიყენა - კრიტიკის ადრესატმა პრეზიდენტის გამოსვლა შეაფასა, როგორც პოლარიზებული და სიძულვილის ენით სავსე, „რესპუბლიკური პარტიის“ სახელით კი ყოველწლიურ ანგარიშს სენატორი ქეითი ბრიტი გამოეხმაურა • სიახლე ორსულთა ჯანმრთელობის პროგრამაში - სახელმწიფო ქალებს გინეკოლოგთან ვიზიტს მშობიარობის შემდეგაც დაუფინანსებს; ექიმები მშობიარობის შემდგომ რისკებზე საუბრობენ და ვიზიტის პრაქტიკის დანერგვას პოზიტიურად აფასებენ; დედათა და ბავშვთა სახელმწიფო პროგრამა და სერვისები ქალთა ჯანმრთელობის ხელშეწყობისთვის ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
#მოამბე 21 საათზე, 8 მარტი, 2022 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 27 მარტი, 2023 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 18 საათზე, 11 მარტი, 2021 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 12 საათზე, 25 მარტი, 2023 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 8 ივნისი, 2022 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 8 მაისი, 2021 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 8 ივლისი, 2021 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 8 ივნისი, 2021 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster